x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
მიწისქვეშა გვირაბები, რომლებიც ერთმანეთთან კონტინენტებს აკავშირებს (ერთი აქვეა, კავკასიაშიც არის)

ბევრი მეცნიერი იმაზე თანხმდება, რომ დედამიწის მთელი ტერიტორია, ზღვების და ოკეანეების ჩათვლით – მიწისქვეშა გვირაბებითაა დასერილი. ამასთან, ამ გვირაბებით კონტინენტებს შორის გადაადგილებაც კი შესაძლებელია. მაგრამ, ვინ და როდის გაიყვანა მიწისქვეშა გზები? ან როგორი ტექნიკა იყო საჭირო, ამ მასშტაბის მიწისქვეშა ქსელის შესაქმნელად?


image


ტექნიკასთან დაკავშირებით, საკუთარი აზრი პოლონელმა მეცნიერმა იან პაენკმა გამოთქვა. მისი მტკიცებით, გვირაბების გაჭრისას, ლაზერული ტექნიკა იყო გამოყენებული, რაზეც მისი შიდა კედლების გამომწვარი და გლუვი ქანები მეტყველებს. მის ჰიპოთეზას ზურგს ისიც უმაგრებს, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში, ეკვადორის მთებში რამდენიმე გვირაბი აღმოაჩინეს, რომლის კედლები იდეალურად გლუვი იყო, ხოლო ასაკი – დაახლოებით, 1 მილიონი წელი.

თუმცა, ისევ კონტინენტთაშორის გვირაბებს დავუბრუნდეთ, რომლის სიგრძე ასობით კილომეტრია და მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით არის გაყვანილი – ზოგი მათგანი წყნარი ოკეანისკენ მიდის და ერთი ვერსიის თანახმად, მთელი ჩრდ. ამერიკის კონტინენტი, ღვეზელივითაა დაჭრილი და ამ გზებით, იქიდან ევროპაში და აღმ. აზიაში შეიძლება მოხვედრა. ხოლო, გვირაბების გადაკვეთის ადგილებზე, ბუდისტი ბერების მტკიცებით (ალბათ, მათაც ჰქონდათ ინფორმაცია გვირაბების შესახებ) – მიწისქვეშა ქალაქები მდებარეობს. მაგ., შამბალა – ლეგენდარული ქალაქი, რომელიც ტიბეტში, ან მის შემოგარენში იყო, ან იქნებ, დღემდე არის კიდეც?..

თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი გვირაბები მხოლოდ ოკეანეების მახლობლად მდებარეობს. მსგავსი მიწისქვეშა კომუნიკაციები ჩრდ. კავკასიაში და ყირიმის ნახევარკუნძულზეც არის.
რატომ გათხარეს გვირაბები უცნობია, მაგრამ ერთი რამ ცხადია – კომუნიკაციის მიწისქვეშა ქსელი მაღალგანვითარებული ცივილიზაციის, ან უცხოპლანეტელების მიერ იყო შექმნილი – მხოლოდ მათ შეიძლება ჰქონოდათ, ამ დონის ტექნოლოგიები და ასეთი რთული პროექტის განხორციელების შესაძლებლობა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "ევას ბეჭედი" – 60 მილიონი წლის არტეფაქტი

* აკრძალული არქეოლოგია – დინოზავრის და ადამიანის ჩონჩხი კოლუმბიაში

* "ხელნაწერი 512" – ამაზონის გაუჩინარებული ცივილიზაციის მტკიცებულება



0
475
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
475
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0