სხვა "ამომავალი მზის" ქვეყნის შოკისმომგვრელი სე@სუალური ტრადიციები 2023, 9 ივლისი, 12:48 რა ასოციაციები გიჩნდებათ იაპონიის ხსენებისას? ალბათ, პირველ რიგში - სუშის, იაპონური მანქანებისა და ელექტროტექნიკის, თუმცა ვიღაცას შეიძლება სამურაები და სუმო გაახსენდეს, აი ზოგისთვის კი, იაპონელების წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობაა გასაოცარი, თუმცა "ამომავალი მზის" ქვეყნის ადათ-წესების ზოგიერთი მახასიათებლის შესახებ კულტურულ საზოგადოებაში დუმილს ამჯობინებენ. საქმე ეხება მთელ რიგ სექსუალურ ტრადიციებს, რომლებიც შესაძლოა ნამდვილ გარყვნილებადაც კი მოგეჩვენოთ. დღევანდელ სტატიაში სწორედ "ამომავალი მზის" ქვეყნის შოკისმომგვრელი სექსუალური ტრადიციების შესახებ მოგიყვებით.ტამაკერიმიუხედავად იმისა, რომ სადო-მაზოხიზმისადმი გატაცება მთელს მსოფლიოში ცნობილია, ამ სფეროში ყველაზე შორს წასვლა მაინც იაპონელებმა შეძლეს. "ამომავალი მზის" ქვეყანაში განსაკუთრებით პოპულარულია გარყვნილების ისეთი ფორმა, როგორიცაა ტამაკერი. ასე ჰქვია სექსუალური ფეტიშიზმის ერთ-ერთ სახეობას, რომლის დროსაც მამაკაცის სათესლე ჯირკვლები ერთგვარ ძალადობას განიცდის!სიბარისიბარი (ან შიბარი) - თოკების დახმარებით ადამიანის სხეულის მოძრაობის შეზღუდვის იაპონური ხელოვნებაა, რომელიც ტექნიკური და ესთეტიკური პრინციპებით განისაზღვრება. თავისი ფესვებით ის შორეულ წარსულში მიდის, როდესაც ჯარისკაცები თოკების დახმარებით პატიმრებს მოძრაობის შესაძლებლობას ართმევდნენ. ახლა კი გათოკვა - მრავალი სასიყვარულო თამაშის ატრიბუტია.შიტაგი დორობოუიაპონურიდან სიტყვა "შიტაგი" - "ქვედა საცვალს" ნიშნავს, ხოლო "დორობოუ" - ქურდს. გაგიკვირდებათ და იაპონიის კუნძულებს სექსუალური ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად თეთრეულის მოპარვის არაერთი მოყვარული ჰყავს! ტრუსების ერთ-ერთმა ასეთმა მოყვარულმა ქალის თეთრეულის ხელში ჩაგდების მიზნით საკუთარი სქემაც კი შეიმუშავა. ის ოჯახებს თავს პოლიციის ინსპექტორად ასაღებდა და არწმუნებდა, რომ მამაკაცების გონორეით განზრახ დაინფიცირების საქმეს იძიებდა, რის შედეგადაც გოგოებს ექსპერტიზისთვის ტრუსების წარდგენას სთხოვდა.სხვათა შორის, ქვეყანაში ბოლო პერიოდში, თეთრეულის ქურდობა თითქმის მთლიანად აღმოიფხვრა, და ეს იმის წყალობით რომ ქუჩებში სპეციალური ავტომატები გამოჩნდა, სადაც მსურველებს ქალის გამოყენებული საცვლების შეძენა შეუძლიათ." No-Pan Kissa" (კაფე ქვედა საცვლების გარეშე)იაპონიაში არსებობს სპეციალური რესტორნები, სადაც მოკლე ქვედაბოლოებში გამოწყობილი მიმტანი გოგონები კლიენტებს საცვლების გარეშე ემსახურებიან. სხვათა შორის, ვიზიტორთა მოხერხებულობისთვის ამ დაწესებულებების უმეტესობაში სარკისებური იატაკია დამონტაჟებული.ტიკანიიაპონიაში "ტიკანებს" ან "ჩიკანებს" უწოდებენ მამაკაცებს, რომლებსაც საზოგადოებრივ ადგილებში, განსაკუთრებით კი, ხალხმრავალ ტრანსპორტში ქალების ინტიმურ ადგილებზე შეხება მოსწონთ. იაპონელი ქალები ზედმეტი მოკრძალებულობის გამო მსგავსს უხამსობას ხშირად ჩუმად იტანენ, გამოკითხვების მიხედვით, 90-იან წლებში იაპონელების 95%-ი "ტიკანების" მსხვერპლი იყო! ახლა კი მთავრობამ გარყვნილებისთვის სასჯელი გაამკაცრა და მეტროში მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი ვაგონები დაამატა, რის შედეგადაც "ტიკანების" მსხვერპლთა რიცხვი ქვეყნაში თითქმის განახევრდა.იმეკურამართალია, ბორდელები ბევრ ქვეყანაში არსებობს, თუმცა იაპონიაში ამ საკითხს განსაკუთრებული ფანტაზიით უდგებიან. იმეკურა - გახლავთ საროსკიპო, სადაც თითოეულ ოთახს თემატური მიმართულება გააჩნია. აქ ფუნქციონირებს სკოლის კლასები, სადაც კლიენტებს გარყვნილი სკოლის მოსწავლე ან მკაცრი მასწავლებელი ელით, აქვე შეხვდებით არა მხოლოდ საავადმყოფოს ოთახებს ბოროტი ექთნებით, არამედ მეტროს ვაგონებსაც, სადაც თავს "ტიკანად" იგრძნობთ. სხვათა შორის, ამ დაწესებულებებში განსაკუთრებული ყურადღება პრელუდიას ექცევა. მეძავები გულმოდგინედ თამაშობენ "მიუკარებლების" როლს, რომლებიც კლიენტმა თანდათან უნდა აცდუნონ.ნიოტაიმორინიოტაიმორი - არის შიშველი ქალის სხეულიდან სუშის მირთმევის ცერემონია. როგორც ამბობენ, ამ ტრადიციას როგორც ესთეტიკურ სანახაობას, სასარგებლო მიზნებიც აქვს: გოგონაზე როლები სხეულის ტემპერატურამდე თბება, რაც ორგანიზმის მიერ საკვების ასათვისებლად ოპტიმალურია. ის, ვინც ნიოტაიმორის ცერემონიაში მონაწილეობას გადაწყვეტს, შესაშური გამძლეობა უნდა ჰქონდეს, ვინაიდან გოგონას რამდენიმე საათის განმავლობაში უძრავად წოლა ევალება! ასევე, მთელი რიგი მკაცრი მოთხოვნებია დაწესებული თავად კლიენტებისთვისაც. "თეფშთან" საუბარი არ შეიძლება, ხოლო მისი სასქესო ორგანო ლოტოსის ფოთლით საიმედოდ უნდა იყოს დაფარული.ვაკამე საკენიოტაიმორის იდეის შემდგომი განვითარება - ვაკამე საკეა. სიტყვა "ვაკამე" თარგმანში "ზღვის წყალმცენარეებს" ნიშნავს, თუმცა ასე უწოდებენ ბოქვენის თმას სასაუბრო ენაზეც. საკეს გოგონას სხეულზე ასხამენ, ხოლო თასს მისი მჭიდროდ შეკუმშული თეძოები წარმოადგენს. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ იაპონელები უბრალოდ გაგიჟდნენ... მაგრამ იქნებ მათ ჩვენზე მეტი იციან, და სწორედ ასეთი ცხოვრების წესი აქცევს ამ საოცარ ერს დღეგრძელობის რეკორდსმენად?649 შეფასება არ არის |