x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
"ევას ბეჭედი" – 60 მილიონი წლის არტეფაქტი

ან 60 მლნ. წლის წინ, ჩვენს პლანეტაზე უკვე არსებობდა ცივილიზაცია, ან დროში მოგზაურობა რეალურია... სხვა ვარიანტი არ არსებობს!!! 1880 წ. ამერიკული პრესით სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა, არტეფაქტის შესახებ, რომელმაც თავისი იდუმალებით ისტორიის პროფესორებიც კი გააოცა... საქმე იმაში იყო, რომ ერთმა ფერმერმა ბუხრისთვის ნახშირი იყიდა და წიაღისეულის ერთ ბელტში, უცნაური ნივთი აღმოაჩინა, რომელმაც მოგვიანებით, მთელს სამეცნიერო სამყაროში, უდიდესი რეზონანსი გამოიწვია...

ჩათვალა რა, რომ ნივთის სარფიან ფასად გაყიდდა, ფერმერმა მაქსიმალური ინფორმაცია შეაგროვა ნახშირის შესახებ და ადგილობრივ აუქციონერებს მიმართა. მაგრამ, კარგი მოგება რომ ენახა, ნივთის ავთენტურობის დამადასტურებელი საბუთი იყო საჭირო. ამიტომ, ფერმერმა ნივთი ექსპერტს აჩვენა.


image


ერთი შეხედვით, არტეფაქტის ასაკის დადგენა რთული იყო. დოკუმენტის თანახმად, ქვანახშირის ნაჭერი რომელშიც ბეჭედი იპოვეს, 90 მ. სიღრმეზე იყო მოპოვებული. ამიტომ, ექსპერტთა ჯგუფი, მაღაროში ჩავიდა და დაადგინა, რომ არტეფაქტის ასაკი, მინიმუმ, 60 მლნ. წელი იყო – სწორედ ასე დათარიღდა წიაღისეულის ფენა, რომელშიც ბეჭედი იყო განამარხებული. მოკლედ რომ ვთქვათ, ავთენტურობის საბუთი ფერმერს გადაეცა, ხოლო ამ უკანასკნელმა, «ევას ბეჭედი» (ეს სახელი არტეფაქტს მეცნიერებმა დაარქვეს) საკმაოდ კარგ ფასში გაყიდა.

1908 წელს ბეჭედი, იმ დროს არსებული მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, ახლიდან შეისწავლეს და გაირკვა, რომ ის შედარებით მოკლე დროის პერიოდში იჟანგება – პროცესი 1 საუკუნეზე ნაკლებ პერიოდში მიმდინარეობდა, ხოლო შემდეგ, მისი დაკონსერვება ნახშირში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბეჭედი XIX საუკუნემდე ნამდვილად ვერ მოაღწევდა. რაც შეეხება მასალას, ის ბრინჯაოს და ოქროს შენადნობით იყო დამზადებული.

იმავე 1908 წელს, პრესაში პუბლიკაცია გამოჩნდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ «ევას ბეჭდის» გარდა, არსებობდა სხვა არტეფაქტებიც, რომლებიც პლანეტაზე პირველი ადამიანის გამოჩენის ოფიციალურ თარიღამდე, ათობით მლნ. წლის წლის წინ უკვე არსებობდა. მაგრამ, რადგან მეცნიერები მათი არსებობის ფაქტს ვერ ხსნიდნენ, ამ თემაზე საუბარს, უბრალოდ, თავს არიდებდნენ.


imageსამყარო, რომელშიც ადამიანები მილიონობით წლის წინ ცხოვრობდნენ


ყოველივე ამის შემდეგ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დინოზავრების ეპოქაში არსებობდა ცივილიზაცია, რომელმაც მინიმუმ, იმ დონის განვითარების დონეს მიაღწია, როდესაც ლითონთან მუშაობის ტექნოლოგიას დაეუფლა. ხოლო, მათი ქალაქები, შესაძლოა, კატაკლიზმების შედეგად განადგურებულიყო, ან უბრალოდ, ათობით მ. სიმაღლის ქანების ქვეშ აღმოჩენილიყო... და ის რომ, იმ ეპოქის არტეფაქტები, ძალზე იშვიათად გვხვდება, გასაკვირი არ არის, რადგან ათობით მილიონი წლით რამის შენახვა, მეტად სპეციფიკურ მიდგომებს მოითხოვს, რაც ბუნებრივ პირობებში დაცული არ ყოფილა. მაგ., ჩვენამდე, დინოზავრების მხოლოდ 1 % მოაღწია. ამიტომ არის, რომ «ევას ბეჭდის» ტიპის აღმოჩენები, – დიდ იშვიათობას წარმოადგენს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 15 უცნაური და საინტერესო ფაქტი ინდოეთის შესახებ

* აკრძალული არქეოლოგია – დინოზავრის და ადამიანის ჩონჩხი კოლუმბიაში

* "ხელნაწერი 512" – ამაზონის გაუჩინარებული ცივილიზაციის მტკიცებულება



1
879
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
879
  
2023, 11 ივლისი, 22:52
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1