სხვა სტუდენტები, რომლებიც საქველმოქმედო მიზნით გაშ@შვლდნენ 2023, 8 ივლისი, 14:53 კემბრიჯის უნივერსიტეტის სექსუალურმა სპორტსმენებმა თავიანთი მშვენიერი სხეულები კალენდრის შექმნის მიზნით გააშიშვლეს, საიდანაც შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა. გადაღებაში მონაწილეობა ცურვის, ჰოკეისა და ფეხბურთის გუნდის წევრებმა მიიღეს. სტუდენტებმა საკმაოდ კეთილშობილური მიზნისთვის მოწყობილი ფოტოსესია კემბრიჯის ისტორიული ნაწილის შენობების ფონზე მოაწყეს.კემბრიჯის უნივერსიტეტის საცურაო გუნდი ქალაქის ერთ-ერთ პოპულარულ ბრტყელძირიან ნავზე პოზირებსეს მშვენიერი ტანმოვარჯიშე გოგონები კი თავიანთი მოქნილობისა და სითამამის დემონსტრირებას ბოტანიკურ ბაღში ახდენენ, იმედი ვიქონიოთ რომ ორანჟერეაში თბილოდაუნივერსიტეტის ვაჟთა ჰოკეის გუნდი კი ჩოგნებით პოზირებს, და ასევე თასებით, რომელთა საშუალებითაც როგორც ფოტოდან ჩანს, სპორტსმენები თავიანთ "ღირსებებს" ფარავენუნივერსიტეტის ქალთა ჩოგბურთის გუნდი. გადაღებების დროს უნივერსიტეტის შენობა ყოველგვარი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად დროებით დაიკეტა. "ჩვენ გვინდოდა RAG-ისთვის (საქველმოქმედო ფონდი) ფულის შეგროვება საკმაოდ უჩვეულო გზით. ასე გაჩნდა შიშველი ფოტოსესიის მოწყობის იდეა უნივერსიტეტის შენობაში, სადაც ინტერიერის საოცარი სილამაზე სპორტსმენთა სრულყოფილ სხეულებს იდეალურად შეერწყა" - განაცხადა ფოტოსესიის ერთ - ერთა ორგანიზატორმა და მე-4 კურსის სტუდენტმა როვენა მაკგილმა.კალენდრის შექმნაში წვლილი ასევე უნივერსიტეტის კრივის გუნდმაც შეიტანა. ზოგიერთმა სტუდენტმა 24 საათის განმავლობაშიც კი იშიმშილა ფოტოზე სხეული იდეალურ ფორმაში რომ ჰქონოდადა აი, ცხენს კი სულ არ აინტერესებდა რომ ის პოლოს მოთამაშეს დედიშობილა ატარებდასტუდენტები უნივერსიტეტის ტანვარჯიშის გუნდიდან. კალენდრის შექმნას წელიწადნახევარი დასჭირდა. "რა შემიძლია ვთქვა? პროცესი მართლაც დაუვიწყარი იყო. იცით, როცა შიშველი ადამიანების ჯგუფს ერთ ადგილას უყრი თავს, ეს საკმაოდ სახალისოა. ზოგიერთმა ახალგაზრდამ ისე სიხარულით მიიღო გაშიშვლების იდეა, რომ გადაღების შემდეგ ჩაცმაც კი აღარ სურდა, და რაღა თქმა უნდა, ჩემი ღრმა მადლიერება და პატივისცემა იმ გოგონების მიმართ უნდა გამოვხატო, რომლებმაც გადაღებებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს, რადგან ბევრისთვის ეს მარტივი ნაბიჯი ნამდვილად არ ყოფილა", - განაცხადა როვენა მაკგილმა.უნივერსიტეტის ამერიკული ფეხბურთის გუნდიუნივერსიტეტის ვაჟთა ტანვარჯიშის გუნდი. კალენდრის შექმნის იდეა იმაში მდგომარეობდა რომ მისი გაყიდვიდან შემოსული თანხა დემენციით დაავადებული ადამიანებისა (სენილური დემენცია) და ლტოლვილთა საჭიროებებს მოხმარებოდა.190 შეფასება არ არის |