სხვა თანამედროვე სამყაროში შემონახული ტრადიციები, რომლებიც თავისი სიველურით შოკში ჩაგაგდებთ 2023, 8 ივლისი, 12:49 ის რომ სხვადასხვა მსოფლიო კულტურისა და რელიგიის წარმომადგენლები საკუთარ ტრადიციებს პატივს სცემენ - ეს სავსებით ნორმალურია, თუმცა ზოგიერთი მათგანი თავისი სიველურით მართლაც რომ ყველანაირ ზღვარს სცდება. დღეს, სწორედ ამ საშინელი ტრადიციების შესახებ ვისაუბრებთ.გაცნობა "ჭიანჭველა-ტყვიასთან"ამაზონის ერთ - ერთი ტომის ბიჭებს, რომლებიც გარკვეულ ასაკს აღწევენ თავიანთი გამბედაობის დამტკიცება ძალიან უცნაური ფორმით უწევთ, კერძოდ კი, ისინი ხელზე ხელთათმანებს იკეთებენ, რომლებიც შიგნით ცოცხალი "ჭიანჭველა-ტყვიებით" (შეგახსენებთ, რომ "ჭიანჭველა-ტყვია" ყველაზე საშიშად ითვლება) არის სავსე და ცეკვას იწყებენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ მწერები კბენენ. სხვათა შორის, ამ სახეობის ჭიანჭველამ არსებული სახელი სწორედ იმის გამო მიიღო, რომ ერთი ასეთი მწერის ნაკბენი ტკივილის თვალსაზრისით ტყვიით მიყენებულ ჭრილობას უტოლდება.ტაიპუსამი![]() ფესტივალის, დროს ტამილები სხეულის სხვადასხვა ნაწილს იხვრეტენ და მოსალოცად მალაიზიაში მდებარე ბათუს გამოქვაბულებში ამ ფორმით მიდიან.ღამის ნადირობა ბუტანში![]() აზიაში მდებარე ამ სახელმწიფოში წელიწადში ერთხელ ბიჭები ღამით გასათხოვარი გოგონების საძინებლებში იპარებიან. ამასთან დაჭერის შემთხვევაში ისინი ვალდებულნი არიან ან მათზე იქორწინონ ან გარკვეული დროით გოგონას ოჯახის მინდვრებში იმუშაონ.იანომამის დაკრძალვის რიტუალი![]() გაგიკვირდებათ და, როდესაც ამ ტომში ვინმე იღუპება, გარდაცვლილის სხეულს წვავენ, ფერფლს კი სპეციალურად მომზადებულ წვნიანს ურევენ. ეს კერძი გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა უნდა მიირთვან ვინაიდან ითვლება, რომ ასე გარდაცვლილის სული მათთან სამუდამოდ დარჩება.კბილების გაქლიბვა, ბალი![]() ბალიზე კი ერთი ფრიად უჩვეულო საქორწინო ტრადიცია არსებობს, ქალებს ქორწინებამდე კბილებს უქლიბავენ, რაც სიბრაზის, მრისხანებისა და სხვა უარყოფითი ემოციების კონტროლის სიმბოლოდ ითვლება.ბავშვების გადმოყრა ინდოეთში![]() ზოგიერთ წყვილს თავიანთი ახალშობილებისთვის კურთხევის მიღება სურს, რასაც ძალიან უცნაური ფორმით აკეთებს, კერძოდ, ამისთვის ბავშვებს ისინი 15 მეტრის სიმაღლიდან დაჭიმულ ქსოვილზე ყრიან. მართლაც შემზარავი სანახაობაა..676 1-ს მოსწონს |