საქართველო "თავისი შვილების დედებს როგორც ექცევა, იმაზე უარესად ექცევა ქართულ საზოგადოებას და ამ საზიზღრობას გვატენიან - ჭამეთ, მხსნელიაო, ეს ღორები!"-თამარ ჩერგოლეიშვილი 2023, 7 ივლისი, 13:31
თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწერილ პოსტს ეხმაურება.
"გახსოვდეთ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი სააკაშვილია. საააკაშვილი განასახიერებს ოპოზიციას იქამდე, სანამ ელექტორალურ საფუძველს არ გამოვაცლით ქართული საზოგადოების დემორალიზაციის უშრეტ წყაროს. დაიმახსოვრეთ, რომ ამ დემორალიზებული ჩმორით ოპოზიციის სათავეში, საქართველო რუსულ რეჟიმს ვერ დაამარცხებს და რუსულ ჭაობში ჩარჩება. რამე რომ მოიგო, მორალური უპირატესობა გჭირდება. ეს ხელოვნურად, მედიით და ფულით შანტაჟით მოტივტივე არარაობა, უნდა განადგურდეს პოლიტიკურად თუ წინსვლა გვსურს. პოლიტიკურად უნდა განადგურდეს ყველა, ვინც ამ დემორალიზებულ, უკბილო მონსტრს წყალს უსხამს, ვირტუალურ რეალობას უქმნის, კონკურენტებს უვიწროვებს და საქართველოს რუსული ჭაობისთვის წირავს. ესაა სიმართლე და ამას წყალი არ გაუვა. წადით და მიჩივლეთ. p.s. თავისი შვილების დედებს როგორც ექცევა, იმაზე უარესად ექცევა ქართულ საზოგადოებას და ამ საზიზღრობას გვატენიან - ჭამეთ, მხსნელიაო, ეს ღორები!"-წერს სოციალურ ქსელში "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი. შეგახსენებთ, ექს-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქყვეყნა პოსტი, რომელიც მის სასიყვარულო ურთიერთობებს შეეხებოდა და რომელმაც ძირითადად უარყოფითი და ირონიული რეაქცია გამოიწვია, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე საზოგადოებაში. "ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას“, – ასეთი პოსტი გამოაქვეყნა მესამე პრეზიდენტმა. 441 3-ს მოსწონს
|