საზოგადოება "ტრაგიკომედიაა! ასე თუ აპირებს ბიძინას დამარცხებას, შორს წავა, კი!” - რამ აღაშფოთა ინგა გრიგოლია 2023, 7 ივლისი, 10:40 ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასიყვარულო სტატუსს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და გუშინ, საგარეჯოში განვითარებული მოვლენების ფონზე ექს- პრეზიდენტის სოციალურ აქტივობას "ტრაგიკომიკურ შოუს" უწოდებს:"რაც დღეს საგარეჯოში ხდებოდა, ნაციონალებზე ქვებით თავდასხმა და უბედურება, მაგ ფონზე, სააკაშვილის დღევანდელი სტატუსი არის ტრაგიკომიკური შოუ. მაქსიმალურად თავს ვიკავებ ხოლმე პატიმარ კაცზე, თან მის მდგომარეობაში მყოფზე არ ვწერო, მაგრამ მართლა ტრაგიკომედიაა ეს! ასე თუ აპირებს ბიძინას დამარცხებას, შორს წავა, კი!"- წერს ტელეჟურნალისტი სოციალურ ქსელში.შეგახსნებთ, რომ გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე სასიყვარულო სახის პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მის "დიდ სიყვარულს" სოფო ნიჟარაძეს ეძღვნებოდა:"ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას"- დაწერა ექს-პრეზიდენტმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.ცნობისთვის, გუშინ, საგარეჯოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ჟურნალისტებს თავს "ქართული ოცნების" ორგანიზებული ჯგუფი დაესხა."ნაციონალური მოძრაობა" საგარეჯოში საპენსიო რეფორმას ამომრჩეველთან წარადგენდა რა დროსაც სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერებმა მათ დიდი ზომის ქვები დაუშინეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. საგარეჯოში მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.1525 1-ს მოსწონს |