საერთაშორისო ყველაზე დიდი თაღლითები მსოფლიოში 2023, 7 ივლისი, 8:26 სტატისტიკის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის, დაახლოებით, 30% ერთხელ მაინც გახდა თაღლითების მსხვერპლი და მათ შორის, რა თქმა უნდა, უმრავლესობა ინტერნეტმომხმარებელია. ხოლო, ვირტუალურ თაღლითობასთან დაკავშირებული ფაქტების შესწავლის შემდეგ შედგენილ რეიტინგში, პირველ ადგილზე, ინტერნეტ–აუქციონები აღმოჩნდა. მასზე თაღლითებს, საბაზრო ფასებთან შედარებით, ბევრად უფრო იაფად გააქვთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სპორტული აღჭურვილობა და სხვა ნივთები. კლიენტის მიერ «შენაძენის» საფასურის გადაიხდის შემდეგ კი, – გამყიდველები ქრებიან. საფრანგეთის პოლიციამ დათვალა და აღმოჩნდა, რომ თაღლითებს ლუვრი, სხვადასხვა დროს, მთლიანად და ცალკეულ ნაწილებად, – 18-ჯერ აქვთ გაყიდული. ამერიკელმა თაღლითებმა კი, ავსტრალიელ ბიზნესმენს თავისუფლების ქანდაკება მიჰყიდეს. როგორც მყიდველს უთხრეს, ამერიკის ხელისუფლება ნავსადგურის გაფართოებას აპირებდა და ქანდაკება ხელს უშლიდა. თაღლითები დააკავეს და 5-5 წელით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ყველაზე ცნობილი თაღლითი ქალი ისტორიაში – «პრინცესა კარაბუს» (ნამდვილი სახელი მარი ბეიკერი) სახელით შევიდა. ის ბრიტანულ ელიტას ატყუებდა, რომ ეგზოტიკური ქვეყნის პრინცესა იყო და მას ისე ექცეოდნენ, როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენელს შეეფერებოდა. «პრინცესას» ტყუილი მაშინ გამჟღავნდა, როდესაც ერთ-ერთმა ქალბატონმა, მასში თავისი ყოფილი მდგმური ამოიცნო. თვითმარქვიამ თავს, ამერიკაში გაქცევით უშველა. ვიქტორ ლუსტინგმა 1925 წ. გაზეთში წაიკითხა, რომ ეიფელის კოშკი საშინელ მდგომარეობაში იყო და მას რემონტი ესაჭიროებოდა. თაღლითმა მაშინვე იქირავა სასტუმროში მდიდრული აპარტამენტები და პროვინციებიდან ჯართით მოვაჭრე მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები მიიწვია. მათ თავი ხელისუფლების აგენტად გააცნო და მათგან ერთ-ერთს, კოშკი მიჰყიდა. თაღლითობის ამბავი რომ გამჟღავნდა, ლუსტინგი ამერიკაში გაიქცა. იღბლიანი თაღლითი იყო კორნელიუს კროკი. მან ციხეში წიგნი – «მწვანე ვაშლები» დაწერა, რომელიც გამოქვეყნებისთანავე, ბესტსელერად იქცა. ხოლო შემდეგ გაირკვა, რომ რომანი მთლიანად ჯეკ ლონდონის, მარკ ტვენის, ჰერბერტ უელსის და სხვა ცნობილი მწერლების ნაწარმოებების ფრაგმენტებისგან შედგებოდა. მსოფლიოში ცნობილ თაღლითებს შორის, ყველაზე დიდი თაღლითი ფრენკ აბეგნეილი არის. 5 წლის მანძილზე, ის ბანკებს ძარცვავდა და ამავდროულად, ავიაკომპანია «პან ამერიკენის» მფრინავი იყო, რაც მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის საშუალებას აძლევდა. 5 წლის მანძილზე, ამ გზით, 2, 5 მლნ. დოლარი გამოიმუშავა. გარდა ამისა, უმაღლესი განათლების არ მქონე ფრენკმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის დიპლომი გააყალბა, საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბარა და სამუშაო, ლუიზიანას შტატის გენერალური პროკურორის ოფისში მიიღო. ამჟამად ის, ერთ–ერთ ამერიკულ კომპანიებში, თაღლითების ამოცნობის კონსულტანტად მუშაობს. ფრენკ აბეგნეილის ისტორია ფილმს – «დამიჭირე, თუ შეძლებ», დაედო საფუძვლად, რომელშიც მახვილგონიერი თაღლითის როლი ლეონარდო დი კაპრიომ შეასრულა. არხის სხვა სიახლეები:* დისნეილენდის ატრაქციონებზე და ჰოლივუდის ფილმებში ადამიანის ნამდვილ ძვლებს იყენებდნენ* აკრძალული არქეოლოგია – დინოზავრის და ადამიანის ჩონჩხი კოლუმბიაში* "ხელნაწერი 512" – ამაზონის გაუჩინარებული ცივილიზაციის მტკიცებულება347 3-ს მოსწონს
|