x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508698
"ვიცი რომ გიჭირს, მაგრამ..... მითხარით – ასეთ კაცს მეგობრად ჩათვლიდით?!“- რას წერს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველო-უკრაინის ურთიერთობასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:


"კაცს სახლში შეუვარდა მტერი და ოჯახის ამოწყვეტით ემუქრება. ის წინააღმდეგობას უწევს და სამეგობროს თხოვს დახმარებას. ისინიც, რითაც შეუძლიათ ეხმარებიან, ერთის გარდა…რომელიც ეუბნება, რომ არ უნდა იმ მტრის ზედმეტად გაღიზიანება, თან მასთან საერთო ბიზნესი აქვს, რითაც ოჯახს ინახავს.


მოკლედ, ვიცი რომ გიჭირს, მაგრამ ჩემი ოჯახი მყავს მისახედი. შენს პრობლემებს რომ მოაგვარებ, ისევ ვიმეგობროთ. ამ დამოკიდებულებაზე საყვედურს რომ ეუბნებიან, ბრაზდება და “მეგობრობას” აყვედრის…

ეს ხდება საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში.

ახლა მითხარით – ასეთ კაცს მეგობრად ჩათვლიდით?!"- წერს პოლიტოლოგი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, უკრაინამ საქართველოს ელჩს უკრაინაში, რამდენიმე დღის წინ 48 საათი მისცა იმისთვის, რომ ქვეყანა დატოვოს და ოფიციალურ თბილისთან უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები გამართოს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინიდან ელჩი უახლოეს მომავალში დაბრუნდება, თუმცა ქართულ მხარეს ამ გადაწყვეტილების პასუხად, არანაირი რეაგირება არ ექნება.








0
503
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
503