x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
15 რამ, რაც 20 წლის წინ, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო... და ინტერნეტმა "მოკლა"
image


ჩამოთვლილი პუნქტებიდან თითოეული, სულ რაღაც, 2 ათეული წლის წინ, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო:


1. თავაზიანი კამათი


ინტერნეტ-მომხმარებლის ანონიმურობა, როგორც გაირკვა, სახიფათო რამ ყოფილა. მისი წყალობით, ფორუმებზე, ჩატებში და სოც. ქსელის კომენტარებში, სადაც არც მორალური და არც სამართლებრივი კოდექსი არსებობს, ადამიანმა მეორე ადამიანს, თუ მათი აზრები, განხილვის საკითხთან დაკავშირებით, არ ემთხვევა, შეუძლია ნებისმიერი რამ აკადროს.



2. თავიდან ბოლომდე მუსიკალური ალბომის მოსმენის ჩვევა


რატომ უნდა ვუსმინოთ 11 სიმღერას, მხოლოდ იმიტომ, რომ მე-12 ჰიტამდე მივიდეთ, როცა შეიძლება საყვარელი სიმღერის ინტერნეტიდან გადმოწერა?!



3. რეპუტაცია და პოლიტიკური მომავალი


პოლიტიკოსი უფრო დაკვირვებული და წინდახედული უნდა იყოს. ერთი არასწორი ფრაზა, არასწორი ნაბიჯი და შეუძლია პოლიტიკურ კარიერას დაემშვიდობოს.



4. პუნქტუალობა


რა საჭიროა შეხვედრაზე დროულად მისვლა, თუ, ნებისმიერ მომენტში, შესაძლებელია შეტყობინების გაგზავნა, რომ იგვიანებთ?!



5. რიგები ტოტალიზატორებთან დიდი შეჯიბრებების წინ


დღეს ფსონის დასადებად, სახლიდან გასვლა საჭირო აღარ არის. მხოლოდ 3 წკაპუნი სპეციალურ საიტზე — და დარჩება, თუ არა თქვენი ბინა, თქვენსავე მფლობელობაში, მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული.



6. სატელეფონო ცნობარი


დღეს საჭირო აღარ არის, მაგ. რომელიმე კომპანიის ტელეფონის მოსაძებნად, სქელტანიანი წიგნების ფურცვლა. სატელეფონო ცნობარები უკვე რა ხანია «დამარხეს» და «მიწაც მიაყარეს». ინტერნეტს, ნებისმიერი კონტაქტის მოსაძებნად, უამრავი რესურსი გააჩნია.



7. საათი


დღეს საათს თითქმის არავინ ატარებს. ის ყველგან არის: კომპიუტერში, მობილურ ტელეფონში და ყველა ტაიმერიან მოწყობილობაში.



8. მუსიკალური მაღაზიები


ლიცენზირებულ ალბომში ფულის გადახდა, თუ ინტერნეტიდან იგივე სიმღერების გადმოწერა? – არჩევანი ცხადზე, ცხადია!!!



9. ქაღალდის წერილები


სულ ცოტაც და ფოსტალიონები საერთოდ გაქრებიან. დღეს მათ, ძირითადად, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან გაგზავნილი წერილები მიაქვთ ადრესატებამდე და მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ფოსტალიონის მომსახურებით აღარ სარგებლობს.



10. კარგი მეხსიერება


«ვიკიპედიის» გაჩენის შემდეგ, საჭირო აღარ არის მეხსიერების ვარჯიში, ისტორიული თარიღების დასამახსოვრებლად. კომპიუტერთან გატარებული რამდენიმე წუთი და თქვენ ნებისმიერი ომის შესახებ, იმაზე მეტი გეცოდინებათ, ვიდრე ამ ომის მონაწილეებმა იცოდნენ თავის დროზე.



11. თავისუფალი დრო


დღეს, თავისუფალი დრო, ინტერნეტში გატარებული დროს სინონიმი გახდა. აბა, სხვა სად უნდა დაიხარჯოს ის? ფანჯარაში ხომ არ დავიწყებთ ყურებას, თუ ეზოში მომხდარი ამბების გაგება სოც. ქსელითაც შეგვიძლია?



12. ფოტოალბომები და სლაიდები


Facebook-მა და სხვა სოციალურმა ქსელებმა, ფოტოალბომები დიდი ხნის წინ ჩაანაცვლეს. ასე უკეთესიც არის. სურათების მეგობრებისთვის ჩვენება უფრო მარტივია და ადგილსაც არ იკავებს სახლში.



13. ტელეგადაცემის, ფილმების ერთობლივი ყურება


იყო დრო, როდესაც ბრაზილიური სერიალის, მორიგი სერიის ჩვენების დროს, ქუჩები იცლებოდა... და უნდა ითქვას, რომ ის დრო აღარასდროს დაბრუნდება, რადგან დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი გადაცემის ყურება კომპიუტერში შეიძლება.



14. ენციკლოპედიები


ეს წიგნები, ტელეფონების ცნობარებთან ერთად არის «დამარხული».


15. ახალი ამბის გაგება საინფორმაციო გადაცემებით


ინტერნეტი დიდ კონკურენციას უწევს ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემებს. მაგ., შეიძლება ფეხბურთის ანგარიშის მანამდე გაგება, ვიდრე ამას ტელევიზიით გამოაცხადებენ და უფრო მეტიც, შესაძლებელია ამ მატჩის პირდაპირ ეთერშიც ყურებაც, იმ შემთხვევაში, თუ მისი ტრანსლირება ტელევიზიით არ ხდება.

Daily Telegraph


image

არხის სხვა სიახლეები:


* დისნეილენდის ატრაქციონებზე და ჰოლივუდის ფილმებში ადამიანის ნამდვილ ძვლებს იყენებდნენ

* აკრძალული არქეოლოგია – დინოზავრის და ადამიანის ჩონჩხი კოლუმბიაში

* "ხელნაწერი 512" – ამაზონის გაუჩინარებული ცივილიზაციის მტკიცებულება



2
286
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
286
  
2023, 11 ივლისი, 22:59
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 7 ივლისი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2