x
Leonardo da Vinci - საიდუმლო სერობა ( 1495-1498 )

ლეონარდო და ვინჩის ნახატი-"საიდუმლო სერობა" ერთ-ერთი საუკეთესო შედევრია როგორც მისი პირადი ნახატებიდან, ასევე მსოფლიო მხატვრობის ისტორიისთვის. ფრესკა მილანში - "სანტა მარია დელა გრაციას" ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზეა გამოსახული და მუდმივ რესტავრაციას საჭიროებს. და ვინჩისთვის ამ ნახატის შესრულება ადვილი არ იყო, რადგანაც მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით, ხოლო ბოროტება - იუდასით. მან ამ ნახატის შესრულებას 3 წელი მოანდომა იმიტომ რომ ეძებდა შესაფერის პერსონაჟებს. ერთხელ სრულიად შემთხვევით ლეონარდო ესწრებოდა მომღერალთა გუნდის გამოსვლას, სადაც მან ერთ-ერთ ყმაწვილში მიაგნო იმ სახეს რომლის დახმარებითაც მას იესოს სახე უნდა გამოესახა. და ვინჩმა ყმაწვილი დაითანხმა და გამოსახა იესოს სახე. ამის შემდეგ რჩებოდა ერთი პრობლემა, ნახატს იუდა აკლდა. დიდიხნის ძებნის შემდეგ მიაგნეს ადრე დაბერებულ ახალგაზრდას რომლის სახე ზიზღსა და ბოროტებას გამოხატავდა და ლოთობის გამო ქუჩაში ეძინა. ლეონარდოს თხოვნით უგონოდ მთვრალი მიათრიეს სახელოსნოში და ნახატიც ამითი დამთავრდა. თითქოს ყველაფერი წესრიგშია მაგრამ მოხდა სრულიად გასაკვირი ფაქტი, როდესაც ლოთმა გაიღვიძა და ნახატს შეხედა, წამოიყვირა - "მე ეს ნახატი ნანახი მაქვს". გაკვირვებულმა ლეონარდომ კითხა: "კი მაგრამ საიდან? " მან პასუხად მიიღო : " 3 წლის წინ მომღერალთა გინდში გამოვდიოდი და ერთმა მხატვარმა წამიყვანა რათა იესოს სახე დაეხატა-ო".image

0
230
შეფასება არ არის
ავტორი:მოპედი
მოპედი
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0