ფოტოგრაფია 10 კოცნა, რომელმაც მსოფლიო შეძრა 2023, 5 ივლისი, 10:03 ფოტოგრაფია - გამოხატვისა და კომუნიკაციის მძლავრი საშუალებაა, რომელიც თითოეულ მაყურებელს აღქმის, ინტერპრეტაციისა და შესრულების უსაზღვრო მრავალფეროვნებას სთავაზობს. ის მონეტის ერთი მხარის ისტორიას გვიყვება. ფოტოებმა, რომლებიც დღეს გადავწყვიტე რომ შემოგთავაზოთ, თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გეპატიჟებით წარსულში სამოგზაუროდ და წარმოგიდგენთ უნიკალურ კადრებს, რომელთა ნახვაც ემოციების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.![]() მარლენ დიტრიხი მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცს ეამბორება![]() კატრინ დენევი ლუის ბუნუელის ფილმში "დღის ლამაზმანი"![]() სოფია ლორენი და მისი და ანა - მარია შიკოლონე, რომელიც ცნობილი დიქტატორის შვილზე, რომანო მუსოლინიზე იყო გათხოვილი![]() კოცნა ფილმიდან "მაიმუნების პლანეტა"![]() ლეონიდ ბრეჟნევი ტრადიციის თანახმად მეგობარი სახელმწიფოს ლიდერებს ტუჩებში ყოველთვის სამჯერ კოცნიდა![]() ბრიტნი სპირსი და მადონა "MTV Awards"-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, მათ ამ კოცნას კიდევ დიდხანს განიხილავდნენ![]() 2009 წელს შარლიზ ტერონმა უცნობ გოგონას საქველმოქმედო ბანკეტზე, სან-ფრანცისკოში ტუჩებში აკოცა. უცობმა ამ ამბორისთვის მსახიობს 140 000 დოლარი გადაუხადა, რაც ქველმოქმედებას მოხმარდა![]() აი, "Beatles"-ის დრამერის რინგო სტარის ავსტრალიელმა თაყვანისმცემლებმა კი ვარსკვლავის კოცნა სრულიად უსასყიდლოდ მოახერხეს, თუმცა გოგონებს ადრე გაღვიძება დასჭირდათ. ფოტო სიდნეის აეროპორტში დილის 6:30 საათზეა გადაღებული![]() მერილ სტრიპმა და სანდრა ბალოკმა "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე "საუკეთესო ქალი მსახიობის" ნომინაციის ჯილდო გაიყვეს![]() "Make love not war" - 29 წლის სკოტ ჯონსი ვანკუვერში არეულობის დროს თავის შეყვარებულს ალექსანდრა თომასს კოცნის, რომელიც პოლიციელებმა მიწაზე დააგდეს, რის გამოც გოგონა ძალიან შეშინდა. მის დასამშვიდებლად კი ის შეყვარებულს გვერდით მიუწვა და აკოცა1744 შეფასება არ არის |