x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135388
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509670
ვიდეო:მერილინ მონროს საკულტო ფოტოს ისტორია, რომელმაც მისი ცხოვრება დაანგრია

image
1954 წლის 15 სექტემბერს ნიუ-იორკში მოხდა ცნობილი და გათვლილი ინციდენტი - მერილინ მონროს კაბა მოულოდნელად აფრიალდა იმ დროს, როცა მსახიობი ნიუ-იორკის მეტროს შესასვლელთან იდგა. ამ ქარმა შესაძლებელი გახადა ჰოლივუდის ვარსკვლავის ლეგენდარული ფოტოს გადაღება, რომელიც ისტორიაში შევიდა.




კადრი გადაღებულია ბილი უაილდერის ფილმში "შვიდი წლის თავზე"სცენის გადაღების დროს. ღამის პირველი საათი იყო, მაგრამ ლექსინგტონის გამზირზე 52-ე ქუჩის კუთხეში ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების მთელი ბრბო იყო. ყველა ელოდა მერილინს: უაილდერმა იგი სპეციალურად მიიწვია კომედიაში, სადაც ის აცდუნებს მეზობელს, სანამ მისი ცოლ-შვილი დასასვენებლად არის წასული.


image



ფილმის ცნობილ სცენაში მონრო და მსახიობი ტომ იუელი გამოდიან კინოთეატრიდან, მერილინი კი მეტროს შესასვლელთან ჩერდება, რომ ზაფხულის ცხელ ღამეს ნიავით დატკბეს. —"განა, ეს საოცარი არ არის? - უდანაშაულო ხმით ამბობს, როცა მისი კაბა მაღლა აფრიალდება.




ფაქტიურად ქარი დიდი ვენტილატორიდან მოდიოდა, რომელსაც სპეცეფექტების ხელმძღვანელი აკონტროლებდა. მაგრამ ლექსინგტონის გამზირისა და 52-ე ქუჩის კვეთაზე მამაკაცთა ბრბო ამას არ ელოდა და ილეთმა უნაკლოდ იმუშავა.


image




უცებ ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდა: კაბა მერლინს თავზე გადაეფარა. მამაკაცებმა შესძახეს „უფრო მაღლა, მაღლა!“, დამკვირვებლებს შორის იყო ამერიკელი ბეისბოლისტი ჯო დი მაჯო მერილინ მონროს ქმარი. არ მოეწონა მას სპექტაკლი, რომელსაც შეესწრო. ბოლოს, ეს სურათი მეუღლეების ოჯახურ პრობლემების ყულაბას დაემატა და ისინი დაშორდნენ.



საინტერესოა, რომ ფილმში არასოდეს ყოფილა გამოყენებული ლექსინგტონის გამზირის კადრები. უაილდერმა ხელახლა გადაიღო ეს სცენა ჰოლივუდის დახურულ ავტოსადგომზე, საბოლოო ჭრილი მოიცავდა ეპიზოდის ბევრად მოკრძალებულ და კომიკურ ვერსიას, თუმცა, პირველი კადრები უკვე მიმოფანტული იყო მთელ მსოფლიოში.


0
180
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0