x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ქრისტემდე კინოს გავლით: რა გავლენა იქონია იესო ქრისტეს როლმა მსახიობების ცხოვრებაზე"

image


რელიგიის თემაზე გადაღებული ფილმები ყოველთვის ბევრ კამათს იწვევდა, და ეს გასაკვირი არც არის, რადგან იესო ქრისტეს დამაჯერებლად თამაში ჩვეულებრივი მოკვდავების ძალებს უბრალოდ აღემატება. შეიძლება მის იმიჯთან მხოლოდ ცოტათი მაინც მიახლოება, რასაც ბევრი მსახიობი დღემდე ცდილობს. ზოგჯერ ასეთი მნიშვნელოვანი როლები მსახიობების ფილმოგრაფიაში შეუმჩნეველი ან წარუმატებელი ხდება, მაგრამ როდესაც ქრისტეს განსახიერებას ხელს ცოტათი მაინც რელიგიური ადამიანი კიდებს, ეს მის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის და იბადება კინო, რომელიც მილიონობით ადამიანის გულს ეხება. დღეს, სწორედ ასეთი ისტორიების შესახებ მსურს მოგიყვეთ.



რობერტ პაუელი და "იესო ნაზარეველი" (1977)


image


თავდაპირველად, ფილმის რეჟისორი ფრანკო ძეფირელი ფიქრობდა რომ ფილმში რობერტს იუდას როლი შეესრულებინა, თუმცა მსახიობის სახემ ფილმის მესვეურთ ქრისტეს გამოსახულება გაახსენა, რომელიც მაშინ დასავლეთში იყო გავრცელებული და მათ გადაწყვიტეს ეს კონკრეტული როლი სწორედ მისთვის მიეცათ. როგორც პაუელი 1977 წელს გადასაღებ მოედანზე ყვებოდა, მას ლონდონის ოფისში ქრისტესთან შეხევდრის რეალური შეგრძნება სწორედ იმ მომენტში გაუჩნდა, როდესაც მას მისი განსახიერება შესთავაზეს. მსახიობი ერთდროულად შიშმა, დაბნეულობამ და ეჭვმა შეიპყრო.


image


მისივე თქმით, იესოს როლი შეუსრულებელია და ფილმში ის მხოლოდ ქრისტეს მისეული ხედვის ჩვენებას შეეცადა. რობერტ პაუელი ამ პროექტისთვის დიდი პასუხისმგებლობით ემზადებოდა. გადაღებების დაწყებამდე ის თავის შეყვარებულზე დაქორწინდა, ამტკიცებდა რა რომ "არ შეეძლო ყოფილიყო იესო ქრისტე და სამოქალაქო ქორწინებაში ეცხოვრა". მან ასევე დაიწყო უფრო თავშეკავებული ცხოვრება და ერთ თვეში ტყის თხილისა და წყლის მკაცრი დიეტის წყალობით 5 კგ-იც კი დაიკლო.


image


ფინალური ნაწილის გადაღებისას მსახიობი 33 წლის იყო, ფილმის დიდ ეკრანებზე გამოსვლმ მსახიობის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მინი-სერიალი ძალიან წარმატებული გახდა, ხოლო რობერტი კინოში იესო ქრისტეს საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს. ვატიკანმა მსახიობს ფულადი ჯილდოც კი შესთავაზა, თუ ის დათანხმდებოდა პირობას, რომლის თანახმადაც ის სხვაგან აღარსად ითამაშებდა.


image


პაუელმა შეთავაზებაზე უარი ტაქტიანად განაცხადა და წარმატებული კინოკარიერა აიწყო, თუმცა თავიდან "იესოს" აყვანა საკუთარ ფილმში არავის სურდა. რობერტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ფილმზე მისი ათეისტი ძმის რეაქცია, რომელიც მისი ნახვის შემდეგ დიდხანს იყო მდუმარედ, შემდეგ კი ჩუმად თქვა: "დაფიქრდები აქ…". ფილმის გადაღებებს მსახიობისთვის უსიამოვნო შემთხვევებიც მოჰყვა: ასე მაგალითად, მრავალი წლის განმავლობაში მას ხალხისთვის იმის თხოვნა უწევდა რომ მათ მისი ფოტოები ნამდვილი მაცხოვრის ხატებში არ შეშლოდათ.


image


"მე არასოდეს დავიღლები და შევწყვეტ მსოფლიოსთვის იმის გამეორებას რომ მე არ ვარ იესო ქრისტე, მე ვარ უბრალოდ მსახიობი და ბრიტანელი კომიკოსი. მე დავიღალე ჩემი სურათების სათაყვანებელ ადგილებში გამოფენით... მე უბრალოდ ფულს ფილმებში თამაშით ვშოულობ. დაწვით ჩემი ფოტოები და ეთაყვანეთ ერთადერთ ღმერთს! მე უბრალოდ მსახიობი ვარ... იესო ღმერთია!"- აცხადებდა მსახიობი.


image


2016 წელს, უკვე გულთბილი მოხუცი, თავის ინტერვიუში ყვებოდა, რომ "იესო ნაზარეველის" გადაღებამდე მას ცუდად ესმოდა ქრისტიანობის, მეტიც, გარკვეულწილად რელიგია მასში ნეგატიურ დამოკიდებულებასაც კი იწვევდა, ხოლო როდესაც ის როლზე დაამტკიცეს, მას ღმერთის შესახებ საკვირაო სკოლიდან მხოლოდ მცირე ცოდნა ჰქონდა შემორჩენილი. მაშინ მან გულდასმით პირველად წაიკითხა ბიბლია, პარალელუარად კი აანალიზებდა და ეცნობოდა მასზე საცნობარო მასალებსა და კომენტარებს.


image


"ახლა მე ნამდვილად მჯერა ქრისტესი და მისი ღვთაებრიობის, თუმცა სულაც არ დავდივარ ეკლესიაში... როლის განსახიერებისას მსახიობი ობიექტური უნდა იყოს, მაგრამ ამდენი თვის განმავლობაში როდესაც ქრისტეს თამაშობ, ძნელია მისი ნამდვილად არ იწამო" - აღიარა მსახიობმა. "იესო ნაზარეთელის" დროიდან მოყოლებული რობერტი რელიგიური თემის ფილმებს რამდენჯერმე კვლავ დაუბრუნდა.


image


2013 წელს პაუელმა სერიალში "ბიბლია" კადრსმიღმა მთხრობელისა და ღმერთის როლი შეასრულა. შემდეგ ითამაშა დოკუმენტურ სერიალში "ნამდვილი იესო ნაზარეველი", სადაც იმოგზაურა ისრაელში და სხვა ადგილებში, სადაც აშუქებდა ნაპოვნ ჩანაწერებს, ისტორიებსა და მოვლენებს, რომლებიც ისტორიულ იესო ქრისტესთან იყო დაკავშირებული.





ჯეიმს კევიზელი და "ქრისტეს ვნებანი" (2004)


image


ჯეიმს კევიზელი ქრისტიანულ ოჯახში იზრდებოდა და ბევრი სმენია იმის შესახებ, რომ უფალს მორწმუნეთათვის მათი ცხოვრებისეული დანიშნულების შესახებ მინიშნება შეეძლო, ამიტომ ის მუდმივად ელოდა უფლისგან ნიშანს. ერთ დღეს, 19 წლის ჯეიმსმა მშობლიური ქალაქის კინოთეატრში ფილმის ნახვის შემდეგ, მოულოდნელად იგრძნო, რომ მსახიობი უნდა გამხდარიყო. მოზარდი ხვდებოდა რომ ღმერთისგან ის ნიჭით დაჯილდოვებული არ იყო, და მას ბევრი სწავლა მოუწევდა, თუმცა ის საკუთარი გულის ხმას მიჰყვა და არც შემცდარა.


image


მაცხოვრის თამაშის შეთავაზება კევიზელს მოულოდნელად გაუკეთეს. მას თავად მელ გიბსონმა დაურეკა და უთხრა, რომ ეძებს მამაკაცს ინიციალებით JC (ინგლ. James Caviezel и Jesus Christ), რომელსაც ახლახანს შეუსრულდა 33 წელი. გიბსონმა მაშინვე გააფრთხილა ჯეიმსი, რომ მის ფილმს შესაძლოა კრიტიკის ქარ-ცეცხლი გამოეწვია, მაგრამ ღრმად მორწმუნე კათოლიკე მსახიობი, ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მაინც დათანხმდა, და არც შემცდარა, რაგდან სწორედ ეს ფილმი გახდა მის კინოკარიერაში ყველაზე ცნობილი.


image


ფილმი "ქრისტეს ვნებანი" გამოსვლის შემდეგ მართლაც კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდა, პირველ რიგში, იმის გამო თუ რამდენად რეალისტურად და ხანგრძლივი კადრებით იყო მაცხოვრის ტანჯვის სცენები გადაღებული. ჯეიმსმა 2018 წელს აშშ-ს კათოლიკური უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას თავისი თამაშის შესახებ ფილმში "ქრისტეს ვნებანი" საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.


image


"როდესაც ჯვარზე გაკრული ვიყავი, გავაცნობიერე რომ მის ტანჯვაში იყო ჩვენი გამოსყიდვა... ფაქტობრივად მშოლტავდნენ, მათრახისგან სხეულზე შრამებიც კი დამრჩა, ჯვარზე გაკვრისას კი ელვამ დამარტყა. ერთ დღეს გადაღების დროს, მძიმე ხის ჯვრის გამო ხელი მომეკუმშა, რომელიც ვიღაცამ მოულოდნელად სხვა მიმართულებით გადახარა. იოგები გამიწყდა, და ლავიწის ძვალი ბეჭის ძვლებისგან მთლიანად მოწყდა. ჯვარი მიწაზე ჩამომივარდა და თავით ქვიშაში ჩავვარდი. ეს სცენა ფილმში დარჩა. დასასრულისკენ იესოს მხარს "უგდებენ". ახლა ნამდვილად ვიცი, ეს როგორია. ამ ჯვრის აწევა ყოველ დღე მიწევდა და ის ჩემს მტკივნეულ მხრებს ყოველ ჯერზე მწყვეტდა. ტკივილი სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. ეს გადაღებები სტუდიაში რომ ყოფილიყო, ასეთ თამაშს ვერასდროს ნახავდით... ბავშვებო, კვირამდე დიდი ტკივილი და ტანჯვა იყო, და არც თქვენი გზა იქნება განსხვავებული, ამიტომ აიღეთ თქვენი ჯვარი და წადით საკუთარი მიზნისკენ".


image


მსახიობს არ უხსენებია, რომ ასევე მაკიაჟის სქელი ფენის გამო, მთელი სხეული მას ბუშტუკებით ჰქოდა დაფარული, გადასაღებ მოედანზე სიცივის გამო კი ხშირად იყინებოდა, ჯვარი რომლის ატანაც მსახიობს მთაზე მოუწია არც მეტი, არც ნაკლები 70 კგ-ს იწონიდა. და მაინც, ფილმმა კევიზელს კარი დიდ კინოში გაუხსნა, თუმცა მსახიობი როლების არჩევისას ძალიან შერჩევითი იყო და ყველა პროექტს, რომლებიც კი მის მორალურ და რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა არ თანხმდებოდა. ჯეიმსი ბიბლიურ თემას 2018 წელს დაუბრუნდა, როდესაც ითამაშა ფილმში "Paul, Apostle of Christ "-ში, ხოლო 2022 წელს მან მონაწილეობა მიიღო ასევე მსგავსი თემატიკის ფილმში "The Passion of the Christ: Resurrection".


image


ჩვენ მიერ განხილული ორივე ისტორია გარკვეულწილად ერთმანეთის მსგავსია, თუმცა ორივე მათგანი ადამიანის მიერ ღმერთის შეცნობის განსხვავებულ დონეს აჩვენებს. რობერტმა ამ როლის წყალობით, შეძლო ჭეშმარიტად ერწმუნა ქრისტესი, ხოლო ჯეიმსმა ჩვენთვის გაღებული ქრისტეს ტანჯვის ნაწილის საკუთარ თავზე გამოცდით მაცხოვარი კიდევ უფრო უკეთ შეიცნო, და მართლაც ჭეშმარიტად "შეუცნობელ არს გზანი უფლისანი" - მაცხოვარს ადამიანები თავისამდე კინემატოგრაფის მეშვეობითაც კი მიჰყავს.









0
238
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
238