სხვა მოხუცმა კნუტი შეიფარა, მან კი ადამიანი მოკლა და მისი სახლი გაქურდვას გადაარჩინა 2023, 4 ივლისი, 19:27 ეს ამბავი ოზერსკში (ჩელიაბინსკის ოლქი, რუსეთი) მოხდა. მოხუცმა ქალმა ქუჩაში უპატრონო, დასუსტებული კნუტი იპოვა და მოსავლელად სახლში წაიყვანა. ის მალე მომჯობინდა და ჩვეულებრივი კატის ზომაზე, ბევრად დიდი გაიზარდა. მაგრამ, მოხუც ეს არ გაჰკვირვებია, რადგან ის სახის არაჟანზე და ხაჭოზე ჰყავდა გამოზრდილი... მარტოხელა ქალს ძალიან უყვარდა თავისი კატა. ის მისთვის კატაც იყო და შვილიშვილის მაგივრობასაც უწევდა. ის ცხოველს ხშირად ესაუბრებოდა, ხოლო კატა, უსმენდა და ქალს ჭკვიანურ მზერას არ აცილებდა. და ერთხელ, 3 ადამიანმა მოხუცი ქალის გაქურდვა გადაწყვიტა. მძარცველებმა ძველი კარის საკეტი ადვილად გატეხეს და სახლში შევიდნენ... კატას ამ დროს, კარადაში, ზედა თაროზე ეძინა, იქ სადაც ჩვეულებრივ ქუდებს ინახავენ ხოლმე. ხმაურზე გაეღვიძა და... ერთ ქურდს საძილე არტერია გადაუღრღნა, ის ადგილზე დაიღუპა. მეორე ისე დაასახიჩრა, რომ კაცი რეანიმაციაში მოხვდა, ხოლო მესამეს, უფრო მეტად გაუმართლა – გაიქცა. ადგილზე მისული პოლიცია, მომხდარის გამო, შოკირებული იყო. აღმოჩნდა, რომ მოხუცის კატა, სინამდვილეში, მანული (მტაცებელი ცხოველი კატისებრთა ოჯახიდან) იყო და ამ ცხოველების გაწვრთნა შეუძლებლად ითვლება! ამ ისტორიაში ორი რამ იქცევს ყურადღებას: თუ როგორ გადააქცია ქალმა მტაცებელი ცხოველი შინაურ კატად და როგორ მოხვდა ეს ცხოველი დასახლებასთან ასე ახლოს? საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მანულები აგრესიულები არ არიან, მაგრამ საკუთარი საცხოვრებლის დაცვის დროს, ის მყუდროების დამრღვევს, ყოველთვის თავს ესხმის. არხის სხვა სიახლეები:* ქუსლიდან ნახეთქების მოცილება 15 დღეში – ორი უმარტივესი რეცეპტი* 20 რეალური ფოტო, რომელიც გაყალბებულს უფრო ჰგავს* ჩვენი წინაპრები დინოზავრების გადაშენების მოწმენი იყვნენ – გამოქვეყნდა უახლესი კვლევის შედეგები* ზოოპარკში ორანგუტანმა ქალს ბავშვის ჩვენება სთხოვა (+ ვიდეო)339 3-ს მოსწონს
|