კოსმეტოლოგია ქუსლიდან ნახეთქების მოცილება 15 დღეში – ორი უმარტივესი რეცეპტი 2023, 4 ივლისი, 16:00 ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, ფეხის ქუსლისთვის, ნახეთქების გაჩენაა, რომლის მოცილება საკმაოდ რთულია. რას აღარ აკეთებენ ქალბატონები, რომ ფეხის ქუსლს ჩვეული სიპრიალე დაუბრუნონ. უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ ნახეთქები ქუსლებზე კანის სიმშრალის გამო ვითარდება და პირველ ეტაპზე, ვიდრე ამ პრობლემის წინაშე დგება ადამიანი, ფეხის ქუსლზე ყვითელ-მოყავისფრო გაუხეშებული კანი ჩნდება. საწყის ეტაპზე, ასევე, შეიძლება აქერცლილი და გაუხეშებული კანიც გაჩნდეს. ინგრედიენტები: * 10 აბი ასპირინი * 250 მლ. 70% სამედიცინო სპირტიმომზადება და გამოყენების წესები: I. დაფხვენით ასპირინი, მოათავსეთ შუშის ჭურჭელში და დაასხით სპირტი. II. გააჩერეთ ხსნარი 2 დღე, რომ ასპირინი კარგად გაიხსნას სპირტში. გამოყენება: ყოველ საღამოს, გამოყენების წინ, შეაჯანჯღარეთ ხსნარი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი ან ბინტი და სველი ტამპონი დაიდეთ ქუსლზე. ზემოდან სამზარეულოს აპკი გადააკარით, ჩაიცვით წინდები და ტამპონი მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით, ფეხებზე წყალი გადაივლეთ, კარგად გაიმშრალეთ და ნებისმიერი სახის დამატენიანებელი კრემი გადაისვით. კრემის წასმის წინ, იმისთვის რომ კრემის შეწოვა უკეთესად მოხდეს, შეგიძლიათ ქუსლები, პემზით, ან სპეციალური ქუსლის ქლიბის გამოყენებით მოიხეხოთ. ასპირინით შეიძლება სამკურნალო ნიღბის დამზადებაც: 10 აბ დაფხვნილ ასპირინს შეურიოთ 2 ს. კ. ლიმონის წვენი. მოხმარების წესი კი, ასეთია: დღეში ერთხელ, I. ფეხები დაიბანეთ და კარგად გაიმშრალეთ; II. დაიტანეთ სამკურნალო ნიღაბი პრობლემურ ადგილებზე და გაიჩერეთ 30 წუთი; III. ნიღაბი დიდი რაოდენობით თბილი წყლით მოიცილეთ. IV. პემზის წრიული მოძრაობით მოიხეხეთ ქუსლები და ისევ დაიბანეთ ფეხები. V. წაისვით დამატენიანებელი კრემი. ნიღბის გამოყენება შეიძლება როგორც ნახეთქების და კოჟრების სამკურნალოდ, ისე სოკოს არსებობის შემთხვევაში. არხის სხვა სიახლეები:* ზაფხული, ყოველთვის ბათუმი და ქობულეთი არ არის – 10 ალტერნატიული "ტური"* "საჭირო" მომენტში გადაღებული, საინტერესო და სახალისო ფოტოები* ზოოპარკში ორანგუტანმა ქალს ბავშვის ჩვენება სთხოვა (+ ვიდეო)230 3-ს მოსწონს
|