სხვა დაკვირვებანი ამინდზე ცხოველთა ქცევის მიხედვით ( ხალხური) 2012, 5 ოქტომბერი, 13:40 - თუ კატა მოკუნტულია - ყინვა იქნება, თუ ზურგზე წევს - დარი, თუ მაგრად სძინავს - სითბო, თუ კედელს ფხაჭნის - ავდარი.
- თუ ნახირი ჯგუფად გროვდება, წვიმა წამოვა.
- თუ ციყვი ბევრ კაკალს იმარაგებს, ცივი ზამთარია მოსალოდნელი.
- თუ თხუნელები მიწიდან ამოდიან - მიწისძვრას ელოდე.
- ცხოველები ზურგით რომელ მხარესაც დაწვებიან, ქარიც იქიდან დაუბერავს. - თუ ქათმებს ადრე შემოდგომაზე დაეწყოთ ბუმბულის ცვენა, თბილი ზამთარი დადგება. - ღორი სითბოს წინ იფხანს, ავდრის წინ ჭყვირის. - თუ გაზაფხულზე კურდღლებს დიდხანს არ სცვიათ ბეწვი, ცივი ამინდები გაჭიანურდება. - თუ წაბლის მოსავალი ბევრია, ცივი ზამთარია მოსალოდნელი. - ფური თუ მიწაზე დაწვა, თბილი ამინდი იქნება. - თუ ფრთოსნები ბუდეს ხეების მზიან მხარეზე აკეთებენ, გრილი ზაფხული ელოდე. - თუ ნახირი ცოტა წყალს სვამს და დღისით სძინავს - წვიმის ნიშანია. 1579 26-ს მოსწონს
|