პროფილაქტიკა დაივიწყეთ სირცხვილი და დაუსვით ეს 4 კითხვა გინეკოლოგს 2023, 5 ივლისი, 9:58 ძალიან ბევრი ქალბატონი სირცხვილის თუ სიზარმაცის გამო ერიდება გინეკოლოგთან ვიზიტებს, მიზეზად კი გინეკოლოგის მიერ დასმულ უხერხულ კითხვებს ან საშიშ და მტკივნეულ პროცედურებს ასახელებენ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი გასინჯვა და ყველა საჭირო პროცედურის ჩატარება, არც გინეკოლოგებს უადვილდებათ. მრავალმა ექიმმა აღიარა, რომ არსებობს გარკვეული პროცედურები, რომელთა პაციენტებისთვის ჩატარება დისკომფორტს უქმნით და მისი მათზე არანაკლებ ეშინიათ.
ყველა ქალმა წელიწადში ორჯერ, აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს. დღევანდელ სტატიაში კი ვისაუბრებთ იმ 4 კითხვის ირგვლივ, თუ რისი დასმაა აუცილებელი გინეკოლოგთან ვიზიტის დროს. დაივიწყეთ სირცხვილი და დაუსვით ეს 4 კითხვა გინეკოლოგს1. როგორ დავიბანოთ სწორად? ექიმების რჩევით აუცილებელია სპეციალური ინტიმური საპნის/გელის გამოყენება, რომელიც ნაკლებ ტუტეს შეიცავს. 2. რატომ განვიცდი ტკივილს? ბევრი ქალბატონი არ აქცევს ყურადღებას ტკივილებს მენსტრუალური ციკლის პერიოდში ან ინტიმური კავშირის დროს, არადა ამაოდ, რადგან მიზეზი შესაძლოა იყოს კისტა. საკვერცხის დაავადებეს შორის შედარებით უფრო ხშირად გვხვდება საკვერცხის კისტა, რომელიც წარმოადგენს როგორც კეთილთვისებიან, ასევე ავთვისებიან წარმონაქმნს საკვერცხეში. ამიტომ, თუ განიცდით ტკივილებს ზემო ხსენებულ პერიოდში, აუცილებლად აცნობეთ თქვენს გინეკოლოგს. 3. კონტრაცეფციის რომელ მეთოდს მივმართო? მეგობრის ან ინტერნეტ-მომხმარებლების რჩევა არ გამოგადგებათ ასეთ დელიკატურ საქმეში. ზუსტად რომ დაადგინოთ დაცვის რომელი მეთოდია თქვენთვის შესაფერისი, უნდა მიმართოთ სპეციალისტს. 4. რომელი ანალიზების ჩაბარება მესაჭიროება? სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების არსებობის ტესტები უნდა ჩატარდეს ყოველ ექვს თვეში ერთხელ. ასევე აუცილებელია ნაცხის აღება, საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური გამოკვლევა და კოლპოსკოპია. (კოლპოსკოპია – საშოსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევაა) 240 5-ს მოსწონს
|