x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"კვარაცხელიას შეეშვით... ნუ მოითხოვთ ფეხებზე დაიკიდოს თავისი ჯანმრთელობა იმის გამო, რომ თქვენ "გაგისწორდეთ"-ბაკურ სვანიძე
imageბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე საზოგადოების იმ ნაწილს ეხმაურება, ვინც გააკრიტიკა ხვიჩა კვარაცხელია იმის გამო, რომ ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატში არ მიიღო მონაწილეობა:



"არ არის ჩემთვის ეს ამდენად მნიშვნელოვანი, მაგრამ ადამიანებს უ ს ა მ ა რ თ ლ ო დ რომ "აბულინგებენ" არ მიყვარს... ამიტომ ვიტყვი - მ ი ქ ა უ ტ ა ძ ე ს, ალბათ, უნდა ეთამაშა, მაგრამ კ ვ ა რ ა ც ხ ე ლ ი ა ს შეეშვით რა,
ხალხო, ტიპმა ს ა მ ი უმაღლესი დონის ტურნირი ითამაშა პ ა რ ა ლ ე ლ უ რ ა დ - იტალიის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლ ი გ ა და ევროპის შ ე ს ა რ ჩ ე ვ ი მთავარ
ნაკრებში! ადამიანი არ არის რ ო ბ ო ტ ი! ასევე ურჩიეს ე ქ ი მ ე ბ მ ა ც!
იყო ასეთი ფ ე ნ ო მ ე ნ ი ქართულ ფეხბურთში - ლევან ყ ე ნ ი ა! ტიპი 18-19 წლის უკვე ბ უ ნ დ ე ს ლ ი გ ა შ ი თამაშობდა! სპეციალისტები გადარეული იყვნენ იმდენად დიდი ტ ა ლ ა ნ ტ ი იყო!
ჰოდა, აუჩემეს, რომ საქართველოს გულისთვის უნდა ეთამაშა ზედიზედ 18 წლამდელებში, მერე 21-ებში და მერე ე რ ო ვ ნ უ ლ შ ი! (სამივეში პარალელურად თამაშის უფლება ჰქონდა) ექიმები არ ურჩევდნენ ამას...
თუ არ ვცდები 5 დღეში ითამაშა ზედიზედ სამივე ეს უმაღლესი დონის თამაში და გადაიწვა ტიპი! სწორედ ამის გამო აეკიდა კუნთების ქ რ ო ნ ი კ უ ლ ი ტრავმა და ვეღარ ითამაშა იმავე დონეზე ვეღარასოდეს! თორემ კვარაზე ნაკლები ნაღდად არ იყო! მე მიმაჩნია, რომ ჯობდა დაეჯერებინა ექიმებისთვის და ეთქვა უ ა რ ი ასაკობრივ ნაკრებებში თამაშზე. ამის შემდეგ ბევრად მეტს გააკეთებდა ქართული ფეხბურთისთვის.
მიმაჩნია, რომ კვარა მოიქცა ს წ ო რ ა დ და მირჩევნია შემოდგომიდან ისევ ის კვარა ვიხილოთ სერია-ა-შიც და ჩემპიონთა ლიგაზეც, ვიდრე ახლა თავი მ ო ე კ ლ ა და მერე ფიზიკური კონდიციები ვერასოდეს ვეღარ აღედგინა უმაღლეს დონეზე! ადამიანი არ არის რობოტი მეგობრებო და ნუ მოითხოვთ ნურავისგან
ფეხებზე დაიკიდოს თავისი ჯანმრთელობა იმის გამო, რომ თქვენ "გ ა გ ი ს წ ო რ დ ე თ"... არაა ეს სამართლიანი...
ფ ო რ ც ა კ ვ ა რ ა! მიყვარხარ თ ყველლა სულლ..."-წერს ბაკურ სვანიძე.

შეგახსენებთ საქართველომ ევრო 2023-ის U21ის 1/4 ფინალურ, საკმაოდ დრამატულ მატჩში დამარცხდა ისრაელის ნაკრებთან პენალტების სერიით 3:4.მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო კი დასრულდა გოლის გარეშე(0:0)


მარცხის მიუხედავად საქართველო მაინც შეიძლება მოხვდეს პარიზის 2024-ის ოლიმპიადაზე. ამისთვის საჭიროა ნახევარფინალში ინგლისი U21 და საფრანგეთი U21 გავიდნენ.


რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს U21 -ის ნაკრებში, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა უკვე 22 წლისაა, უეფას გადაწყვეტილებით, ყველა ფეხბურთელი, რომელიც 2000 წლის ზემოთაა დაბადებული, U21-ზე თამაშის ნება დართო.

2
304
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
304
  
2023, 2 ივლისი, 22:35
რაც შეეხება ყენიას,ეგ ბიჭი ფელიქს მაგათმა დატანჯა თავისი არაადამინური მეთოდებით და ამიტომაც ქონდა ქრონიკული ტრავმები. ეგ მწვრთნელი მაგარი სპეციალისტი არის,თუმცა მისი მომზადების სტრატეგია რთულია,თუ მას უძლებს ადამიანი,მაშინ ის უმაღლეს დონეზე ითამაშებს და თუ ვერა კარიერა ენგრევათ. აგერ ავიღოთ გვინიელი კეიტა,კლოპიც მომზადების მეთოდები მისთვის დაუძლეველი აღმოჩნდა,იქვე ტიაგო ალკანტარა. თუმცა ვინც გაუძლო,მსოფლიო დონის ვარსკვლავებად აქცია.ყენია დაღუპა ქართულმა მენტალიტეტმა და იქ თუ სად გაიზარდა. ეგრე ალექსიძე ჩელსიში მოხვდა,მაგრამ ნარკოტიკბზე შეჯდა. ხვიჩა რუსებმა გამოზარდეს პროფესიონალად,ამის აღიარება გიჭირთ,თუმცა ეგრეა,სლუცკიმ გამოზარდა. აბა,საქართველოში ვერ ან არ ათამაშებდნენ,დინამოს ძირითად გუნდში ვერ მოხდვა და სერია ა საუკუთესო მოთამაშე გახდა,ხოდა სად არის პრობლემა,ხვიჩაში? თუ დინამოს და ქართულ ჩამყაყებულ მენტალიტეტში.

აქვე,მინდა რო ერთი რამე ვთქვა იმათვის,ვისაც ქართველი ფეხბურთელები ტექნიკურები გონიათ(ნუ ტაქტიკურად მაგარი ბანძები არიან). იოჰან კრუიფმა თქვა,ტექნიკა ბევრჯერ აკენწვლა ან ბევრი მოწინაღმდეგის მოტყუება არ არის,ტექნიკა არის როცა თანაგუნდელს საკმარის სიძლიერის პასს მიაწვდი იმ ფეხში,რომელიც მისთვის მოსახერხებელია. ამ კრუიფმა შექმნა ის სისტემა,რაც ქონდა და აქვს ბარსას,გვარდიოლას სიტის და ესპანეთის ნაკრებს,ხოდა დაეჯერება ამ კაცს. ახლა გავიხსენოთ,უ21 ჩატარებული თამაშები,რომელ თამაშში იყო ტექნიკის ზეიმი? ფეხბურთელს მარტივი პასის გაკეთებისთვის 3 შეხება სჭირდება და ეს არის ტექნიკა? სანამ მავანი მეტყვის,მე თუ მითამაშია რო ვპრაფესორობ,თუმცა ერთ მწვრთნელს გავიხსენებ,იურგენ კლოპი იყო ფეხბურთელი,თუმცა ასე აქვს ნათქვამი,ჩემი ფეხები არ ემორჩილებოდა ჩემს გონებასო და დაამთავრა კარიერა,მერე გახდა მწვრთნელი და კი ხედავთ როგორიც. მეც მსურდა მწვრთნელობა,თუმცა საქართველოში მწვრთნელობა ცოტა ფანტასტიკის სფეროა,ან ახლობელი უნდა გყავდეს ან კორუფციაზე უნდა იყო წამსვლელი. აქ შენ იდეებს არავინ გაგატარებინებს. მსურდა,ჩამომეყალიბებინა ფუტსალი გუნდი ერთერთი კლიბის ბაზაზე,რათა გარკვეულ ასაკამდე ბავშვებს 4X4 ეთამაშათ და ასე მიჩვეოდნენ სივრცის აღქმას,მოკლე მონაკვეთზე პატარა პასებს ერთი შეხებ
2023, 2 ივლისი, 22:19
არც მიქაუტაძეს უნდა ეთამაშა და არც დავითაშვილს,თუმცა საქართველოში ყველა ცდილობს სხვას მოსთხოვოს გმირობა. გადახედეთ,სხვა ნაკრებებს და იქ ვინ თამაშობს. რა თქმა უნდა გრავებერხიც ვარსკვლავია უკვე,ჯონსიც,ელიოტიც და რემზიც,თუმცა მათ ბევრი აქვთ დასამტკიცებელი. გრავებერხი ბავარიას სკამს ხეხავს და ჩაუვარდა სეზონი,ელიოტი და ჯონსი ლივერპულში იღებენ პრაქტიკას,თუმცა ისინი ვერ ხვდებიან ეროვნულ გუნდში და სანაკრებო გამოცდილება სადღაც უნდა დააგროვონ,იგივე ეხება რემზისაც და მადუეკესაც. კვარაცხელია,მიქაუტაძე და დავითაშვილი,თუნდაც მამარდაშვილი არიან ეროვნული ნაკრების წევრები,არავისთვის არაფერი აღარ აქვთ დასამტკიცებელი. არც ისეა საქმე,ისეთი ტურნირია უ21 რო არიქა და მაგის მოგება რამეა ან იქ წარმატება,ეს არის ეროვნულის მოსაზმადებელი ეტაპი. ამიტომ იქ უნდა ითამაშოს ისეთმა,რომლებსაც არ ეძლევათ შანსი ეროვნულში და არა უკვე ეროვნულის წევრებმა. ბაკურას ვეთანმები ერთ რამეში,ვიღაცის გასწორებისთვის არ უნდა გააფუჭო საქმე ან დაჩაგრო სხვა. დავითაშვილის გამო გულიაშვილი ვერ ხვდება ეროვნულში,ხოლო უ21 ნაკრებშიც ვერ უნდა ითამაშოს იგივე დავითაშვილის გამო? ეს სამართლიანია?
0 1 2