x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510062
"ფრთხილად, დიდი და მზაკვრული გეგმა მზადდება"- რა ინფორმაციას ავრცელებს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის"ლიდერი თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და დასავლურ ვექტორს საჯაროდ მიმართავს და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ჩარკვიანის თქმით, მათ წინააღმდეგ დიდი და მზაკვრული გეგმა მზადდება. ოპოზიცინერი დეპუტატის ვრცელ ფეისბუქსტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


"მიშას მომხრეების, პრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეების საყურადღებოდ და საერთოდ, დასავლური ვექტორის საყურადღებოდ!!!


მთელი სკანდალი რუსეთმა სააკაშვილს მოუწყო პენიტენციურ სისტემაში ხომ ასეა? ასეა.
როგორ???ისმის კითხვა თუ დანაშაული არ ხდებოდაო ისმის ლეგიტიმური კითხვა, დიახ, პასუხი რომ მოგთხოვონ ( როცა პროვოკაციას გეგმავენ შენს წინააღმდეგ) ჯერ დანაშაული უნდა მოხდეს, , შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დანაშაული არ ხდებოდა, მითუფრო მსოფლიოს ბევრ პენიტენციურში სამწუხაროდ მომხდარა დანაშაულებები, კითხვა ისმის -ჩაკეტილი სივრციდან-ციხიდან ვინ უნდა გამოიტანოს ინფორმაცია პრეზიდენტამდე?!

ან პენიტენციურის ხელმძღვანელობამ, ან უშიშროებამ, ან უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობამ, ან, ან, როცა ხდება მაგალითად ციხის “ბუნტი”და პრეზიდენტს აწვდიან ინფორმაციას რომ “ციხეში რუსეთის მიერ მოწყობილია კრიმინალების ხელით ბუნტი” და ამას, ყველა ერთად -ერთ ხმაში აცხადებენ ზემოთ ჩამოთვლილი “ხელმძღვანელები”, ამ დროს ციხეში დათარეშობენ “უდესიანის” მაგვარი ბანდფორმირების ყოფილი “პოლიცმხედრიონელები”, რომლებიც უწყებებში არიან ჩანერგილნი ხალხის გასაგიჟებლად და მოგეხსენებათ რამდენ კრიმინალურ დააშაულს ედავებიან ამ ვიღაც უდესიანს ( ხარძიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე, ლიპარტელიანის, ჭელიძის, ლიპარტელიანის საქმეზე- გატაცება წამება) ამ დროს წარმოიდგინეთ ერთი პრეზიდენტი მთელი რუსეთი ებრძვის, რომელმაც “ნავთქურიანი” სახელმწიფო ჩაიბარა რუსული უშიშროებით გამოტენილი უწყებებით, დამეთანხეთ რომ ძალიან იოლია ასეთ ვითარებაში მოგიწყონ პროვოკაციები და დღეს ნათლად ჩანს რამდენი მოღალატე ჰყოლია სააკაშვილს გარშემო.

წარმოიდგინეთ ქვეყნის მაშინდელი მდგომარეობა, როცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნინო ბურჯანაძე ჰყავდა ( თან ორჯერ), წარმოიდგინეთ რა კატასროფაა ანუ დღეს ხომ კარგად ჩანს, რომ ეს ქალი პილიტიკოსი პირდაპირ “კრემლი-პუტინი” იყო, რომელმაც განაცხადა რუსეთის დავალებით ღიად, მომავალში უბლოკო სტატუსი შესთავაზა ქვეყანას ანუ უკრაინას რაც შესთავაზა პუტინმა და არ დაგვავიწყდეს კიდევ:”გორს საქართველო ბომბავდაო” ესეც განაცხადა ბურჯანაძემ. ამით მე სააკაშვილის ადვოკატის ფუნქციას აღებას კი არ ვაპირებ, უბრალოდ რეალურად ვხსნი, რატომ ისჯება განსაკუთრებით სასტიკად, საქართველოს სახელმწიფოს უდავოდ რეფორმატორი მესამე პრეზიდენტი. ახლა ვითარება ასეთია, აბა გადახედეთ მეგობრებო: ბოკერიამ 2016 წელს ნაც მოძრაობა გახლიჩა დიდი ზიანი მიაყენა.



2018 წელს ძლივს, დიდი ძალისხმევით გაძლიერდა “ძალა ერთობით” დასავლური ვექტორი საპრეზიდენტო არჩევნებში ფაქტიურად ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა ( მეც მიმიძღვის დიდი წვლილი მათშორის).
შემდეგ მოვიდა ნიკა მელია დასავლური ვექტორის პარტიის სათავეში ყველაფერი გააკეთა ბოკერიასთან ერთად (და ყველაზე წარმატებული პროექტი დაშალეს), რომ ისევ დაესუსტებია და 6 პროცენტამდე დაიყვანა მსხვილი დას.

ვექტორის პარტია, ციხიდან ფრიად “სხვა განწყოფით” გამოვიდა ნიკანორ მელია სამწუხაროდ, დააპირისპირა ხალხი, დაშალა დიდი აქციები, თუ ვინმე აქტიურობდა სააკაშვილის გამო ყველა განდევნა ეს ფაქტია ( ხელჩართული ომი ჰქონდა ყველასთან, პირდაპირი მნიშვნელობით), მერე დაინიშნა ახალი არჩევნები ამომრჩეველმა არ აპატია უმოქმედობა მელიას და გადაირჩიეს, აირჩიეს ახალი თავმჯდომარე, ატეხეს მელიამ და “მეგობრებმა” დასრულდა ნაცმოძრაობა ხაბესთან ერთადო, არადა პროცენტი ყველა კვლევით სხვას აჩვენებს 6 -დან 25 პროცენტამდე ავიდა დასავლური პარტიის ნაც მოძრაობის რეიტინგი, ” მერაბიშვილი მოდისო” გაჰკიოდა ზოგიერთი დაბალპროცენტიანი პარტია და ნაც მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, (ყოფილი ხელისუფლების დროს, ადეიშვილის) აღსრულების ბიუროს უფროსი ნიკა მელია და ჰოი საოცრებავ, აგერ ბატონო სააკაშვილმა 2 კვირის წინ განაცხადა პოლიტიკაში ვბრუნდებიო თავის პარტიას მიმართა.


მოკლედ, განსაკუთრებით სჯიან პუტინის პატიმარ, დიდი მასშტაბის და პოლიტიკური ინტუიციის პოლიტიკოსს, რომელსაც ბევრი მოღალატე ეხვია გარსს და აი ეს კი მისი შეცდომა უთუოდ იყო, მაგრამ ღალატი მგონი არავის უკვირს თუ ისტორიას გადავხედავთ განსაკუთრებით საქართველოს ისტორიას, მე თავად კი ერთ ადამიანს და ჩემს ოჯახს ბევრჯერ განმიცდია, მომხვედრია “ზურგში დანა” და სხვას რა ვუთხრა მითუფრო ქვეყნის პრეზიდენტს, ხშირად “ღალატის ისტორიაა” ჩვენი ლამაზი ქვეყნის ისტორია, რომელსაც ქვეყნის მარცხი მოსდევდა ხოლმე სამწუხაროდ.


ყურადღება! ფრთხილად, დიდი და მზაკვრული გეგმა მზადდება. ჰოდა რომ დაინახავთ ზემოთ ჩამოთვლილი “ტიპები “საითაც არიან, დაფიქრდით და დასკვნა გამოიტანეთ, მიშა სააკაშვილს პასუხი ამ მოღალატეების გამო მოსთხოვეს და ეს რუსეთის გეგმა იყო, რომელიც ამ ” პოლიტბაცაცების” ხელით შესრულდა, სწორედ “ამათ” გამო იყო (იმ წლებში) ბევრი ოპოზიციაში და დღეს კი პასუხს მესამე პრეზიდენტს -სახელმწიფო რომ ააშენა- სააკაშვილს სთხოვენ და განსაკუთრებით სჯიან, როგორც პუტინის პირად პატიმარს".- წერს დეპუტატი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.







0
225
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
225