x
სვირინგი-ახალი სიცოცხლე
უძველესი დროიდან მოყოლებული სვირინგი ადამიანის ინტერესის სფეროში შედიოდა.დღეს ის განსაკუთრბით აქტუალურია, ხშირად იწყებენ ერთით და დამიჯერეთ, ეს ერთი არასდროს ხდება უკანასკნელი.

სვირინგის გაკეთების მიზეზები განსხვავებული შეიძლება იყოს.ზოგს იხატავენ სილამაზის გამო, ზოგს ახსნა აქვს საინტერესო, ზოგის ისტორია მოსწონთ...

ჩემთვის სვირინგი თვითგამოხატვის საშუალებაა, ჩემი იდეები და მისწრაფებები, ჩემი ძვირფასი ადამიანები და ცხოველები,

მოსაგონრები, ყველაფერი რაც ჩემთვის ძვირფასია მინდა, რომ სულ მახსოვდეს, სულ ჩემთან იყოს და სულ ვხედავდე, ამიტომაც მაქვს ეს ყველაფერი სხეულზე, და ეს არ არის სხვა რამე, ჩემი ნაწილია...



სვირინგზე მინოდა დამეწერა, მაგრამ ვიცი აქ ისედაც იქნება სტატიები ტატუზე და მის ისტორიაზე, არ მინდა ველოსიპედის თავიდან გამოგონება. დავწერ იმას, თუ რატომ არის კარგი და რა დამოკიდებულება მაქვს მე ტატუსთან.

ბავშვობიდან ვხატავ, და სხეულზე ხატვა, ვაღიარებ, ბევრად აზარტულია და ბევრად საინტერესო. ამასთან ერთად ორმაგად საპასუხისმგებლო, მხატვრისთვისაც და იმისთვისაც, ვინც იხატავს...

სვირინგი უნდა იყოს შენი ნაწილი, მისი მობეზრება წარმოუდგენელია როდესაც იმას იხატავ, რაც შენს ხასიათს და "ეგოს" შეესაბამება...ბევრ ტატუს აქვს ისეთი მნიშვნელობა, რომლის ჰაერზე დახატვა არ შეიძლება, ვგულისხმობ სიმბოლოებს, რომელსაც სერიოზული დათვირთვა აქვს, მაგალითად ასოცირდება დემონებთან, შავ მაგიასთან, აქვს თავდაცვითი შინაარსი...

სვირინგი ხელოვნებაა, რომლის დაფასება უნდა შეგეძლოს, უნდა იცოდე სად უნდა გაიკეტო და როგორ, ხშირ და საუკეთესო შემთხვევაში ტატუმ უნდა ასახოს შენი რეალობა, შენი ხასიათი...

რაც შეეხება არჩევანის გაკეთების პროცესს, ის შეიძლება თვეობით გაგრძელდეს.უნდა ეძებო შენს თავში ის რაც უფრო ძვირფასია და რისი ხაზგასმაც გინდა, მერე ეს უნდა გამოხატო წარწერაში ან ნახატში, შემდეგ მოუძimageებნო სწორი ადგილი..სვირინგის აზრი და შინაარსო შენს თავში უნდა ეძებო, თუნდაც სიზმრებში, სურვილებში, ოცნებებში, გამოხატო შენი სიხარული, სევდა...მოკლედ, სვირინგი ცალკე ნაწილია, შენი ნაწილი, რომელიც ახალ სიცოცხლეს გძენს...სულ ეს მინდოდა მეთქვა.

6
147
2-ს მოსწონს
ავტორი:ჭინკა
ჭინკა
147
  
2013, 22 ივნისი, 10:15
თმაც არ შეიღებო მაშინ მართლმადიდებელო,ყური არ გაიხვრიტო,გამომწვევად ნუ ჩაიცვამ,დაესწარი წირვებს და აასრულე რაც ბიბლიაში წერია...საქართველოში მამათმავლობა ცოდვაა,დედათმავლობა მოთხოვნილება,და საერთოდაც,არავის ვეხები მაგრამ საქართველოში რაც აწყობთ ის ცოდვაა და რაც არ აწყობთ არა,დამეთანხმეთ
2013, 31 მაისი, 23:55
ნუ იტყვი აბსურდული მგონიაო ჩემო კარგო, ყველა ერთისკენ ვერ იქნება მისწრაფული, რომელი საზოგადოება რიყავს სვირინგიან ხალხს ეგ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ, რომ მართლმადიდებლურად "ტატუ" იკრძალება და "მართლა მართლმადიდებელი" ტატუს არ გაიკეთებს ეს ნამდვილად ვიცი. ისე კი ნება თავისუფალია...
2012, 7 დეკემბერი, 0:06
იმ ეპოქაში ვცხოვრობთ სადაც ყველა ცდილობს განსხვავებული იყოს,ტატუ საფრთხილოა მნიშვნელობის მხრივ,და ვისაც მაგიის სჯერა,და კონკრეტულად რაგიყვა ტატუს მიზეზით განვითარებულ საზოგადოებაში აბსურდული მგონია
2012, 6 დეკემბერი, 13:41
იმათზე არ ვამბობ ვისაც უკვირს.. თუმცა გასაგებია ჩემთვის შენ რასაც გულისხმობ. მიხარია შენ რომ გრძნობ თავს კარგად.
2012, 6 დეკემბერი, 8:57
მათ ვეტყოდი რომ 4 სვირინგი მაქ სხვადასხვა ადგილას და კიდევ ვაპირებ დამატებას,და არანაირი გარიყვა არ მიგრძვნია,პირიქით,ყურადღების ცენტრში ვარ როცა ხედავენ ტატუს,მეკითხებიან მასზე,აინტერესებთ,უნდათ...მართალია არიან ისეთებიც რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ გოგოზე ტატუ,მაგრამ მჭირდება მე ეგეთი ადამიანის აზრი,21ე საუკუნეში ტატუ რო უკვირს გოგოზე?
2012, 5 დეკემბერი, 14:58
გასაგებია თუმცა ბევრი სვირინგს არ იკითებს იმის გამო რომ საზოგადოების ნაწილი მას გარიყავს.. და ეს მათ აშინებთ.. მათ რას ეტყოდი?
0 1 6