x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
როგორ "დავკეროთ" კაცი
კაცები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათზე ერთი წესი არ მოქმედებს, მაგრამ ვეცდები რამდენიმე დავწერო, რაც მათზე იმოქმედებს.

1) არ ილაპარაკოთ ბევრი, მოკლედ გამოხატეთ სათქმელი, ბევრი ლაპარაკი და მითუმეტეს წუწუნი კარგს არაფერს მოგიტანთ.

2)ნუ იქნებით თავქარიანები, ცანცარა და სულელი გოგოს იმიჯი ამართლებს მხოლოდ მოკლევადიან ურთიერთობებში.

3)აკრძალეთ ფულზე ლაპარაკი, ეს თემა ყველაზე ცუდად მოქმედებს!


4)ხშირად გაიღიმეთ, იყავით დადებითი აურის მატარებლები, იყავით თბილები, რათა მას ხშირად მოუნდეს თქვენთან.

5)ყურადღება მიაქციათ სამოსს და მის სისუფთავეს, ნუ გადაამლაშებთ, იყავით სადა და უბრალო

6) იყავით თვითდაჯერებულები და ყველაფერი აკეთეთ მტკიცედ

7)დაანახეთ თქვენი ნიჭი, მოუყევით თქვენზე, მაგრამ ნუ შეეჯიბრებით

8) ნუ მიუთითებთ ნაკლზე და ხუმრობითაც კი ნუ დასცინებთ!ღიმილით, ხუმრობით შეაპარეთ სათქმელი.

9)ნუ აეჭვიანებთ და ნუ იეჭვიანებთ, გამონაკლისი აუცილებელია, თვეში ერთხელ, დაანახეთ, რომ სხვა კაცებიც გამჩნევენ.

10)მოუსმინეთ ხშირად, მოსმენის კულტურა ძალიან ბევრს ნიშნავს!ხშირად დაუქნიეთ თავი, გაუღიმეთ, შეაქეთ

11)ნუ ჩაიცვამთ ძალიან გამომწვევად, თავიდანვე გაარკვიათ თქვენს წესებში, უთხარით რა არ მოგწონთ, არ მოითმინოთ მისგან არანაირი ცუდი, თქვენი ღირსება თავადვე დაიცავით!

12) იაყვით მეგობრული, გამოჩნდით მასთან ერთად ხალხში და მის მეგობრებთან იყავით ძალიან თბილი და ყურადღებიანი

2
308
1-ს მოსწონს
ავტორი:ჭინკა
ჭინკა
308
  
2017, 14 დეკემბერი, 0:26
არ უყუროთ კუტუზე
2013, 31 მაისი, 23:50
თითქმის ყველა პუნქტს ვეთანხმები. :):)
0 1 2