x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტუნგუსკის მეტეორიტის საიდუმლო
image

115 წლის წინ, 1908 წლის 30 ივნისს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზში (კრასნოიარსკის მხარე, რუსეთი)მოხდა დღემდე ამოუხსნელი მოვლენა, რომელიც უფრო წააგავდა მეტეორიტების ჩამოვარდნას, ოღონდ გამოირჩეოდა უზარმაზარი მასშტაბებით. ამ დღეს აღმოსავლეთ ციმბირის უზარმაზარ ტერიტორიაზე 800 კმ-მდე რადიუსის მანძილზე მრავალმა ადამიანმა შენიშნა თვალისმომჭრელი უზარმაზარი სიკაშკაშის ბოლიდი.


ცეცხლოვანმა ბირთვის ფრენა დამთავრდა უძლიერესი აფეთქებით დაუსახლებელი ტაიგის რაიონში ზედაპირიდან 7-10 კმ-ზე. აფეთქების ტალღა დააფიქსირა იმ დროს არსებულმა მრავალმა ობსერვატორიამ. ირკუტსკის ობსერვატორიის სეისმოგრაფებმა დაადგინეს უცნაური ხასიათის ზედაპირული მიწისძვრები.


აფეთქების შედეგად წარმოქმნილი სეისმური ტალღა ირკუტსკის გარდა, ტაშკენტის, თბილისისა და იენის ობსერვატორიებში დაფიქირდა. აფეთქების შემდეგ დაიწყო გეომაგნიტური შტორმი, რომელიც დაახლოებით 5 საათი გრძელდებოდა.წარმოუდგენელი ატმოსფერული ეფექტები, რომლებიც აფეთქებას უსწრებდნენ წინ, მაქსიმუმს 1 ივლისს მიაღწიეს, რის შემდეგაც კლება დაიწყეს (თუმცა მათი ცალკეული კვალი შენარჩუნებული იყო ივლისის ბოლომდე).



ობსერვატორიის დირექტორის ა. ვოზნესენსკის გამოთვლებით, მიწისძვრა მოხდა 1908 წლის 30 ივნისს, ადგილ ირკუტსკიდან ჩრდილოეთით 900 კმ მოშორებით, მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზში, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე. მიწისძვრის ხასიათი იმდენად უცნაური იყო, რომ ა. ვოზნესენსკიმ არც კი გამოაქვეყნა ობსერვატორიაში მიღებული მასალები.


2000 კმ² ფართობის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად წაიქცა დიდი რაოდენობით ხეები, რომლებმაც საბოლოოდ რადიალური განლაგება მიიღეს. ეპიცენტრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში ჩაიმსხვრა მინები, უზარმაზარ ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში შეინიშნებოდა ცის ნათება, ღრუბლების გაელვება.





აფეთქების ძალა უტოლდებოდა დაახლოებით ჰიროსიმაში ჩამოგდებულ 1000 ატომურ ბომბს, თუმცა რაც ყველაზე გასაკვირია, ობიექტის კვალი ვერსად ვერ აღმოაჩინეს. ტუნგუსკის ფენომენის საკითხი იმდენად ჩახლართული აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა მკვლევარებმა დაახლოებით 100-მდე სხვადასხვა ჰიპოთეზა წამოწიეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ფაქტი ერთია, იყო კოლოსალური ძალის აფეთქება, რომელმაც დაახლოებით 80 მლნ. ხე დააქცია. საინტერესოა, რომ აფეთქება მოსკოვის თავზე რომ მომხდარიყო, სიკაშკაშეს დაინახავდნენ ბალტიისპირეთსა და უკრაინაში, ხოლო ქუხილს ყირიმში გაიგონებდნენ.


image


კატასტროფის ადგილზე გააგზავნეს რამდენიმე ექსპედიცია, რომელთაგან პირველი (კვლევითი ექსპედიცია) განხორციელდა 1927 წელს ლეონიდ კულიკის ხელმძღვანელობით.



1908-2009 წლებში დაახლოებით 1000 ნაშრომი გაკეთდა ტუნგუსკის კატასტროფაზე ( რუსეთში). კვლევაზე მუშაობდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, იტალიიდან, გერმანიიდან და ა.შ.


ადრეული კვლევის გარკვეული მონაცემები მოგვიანებით განვითარებული მოვლენების გამო (I მსოფლიო ომი, 1917 წლის რევოლუცია და სამოქალაქო ომი) დაიკარგა.



აქამდე არცერთი ჰიპოთეზა, რომელიც ახსნის ამ ფენომენის ყველა არსებით მახასიათებელს, არ არის მისაღები, არა და შემოთავაზებული განმარტებები ძალიან მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია, მათ შორის ფანტასტიკამდე მისული.



სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მეტეორიტების კომიტეტის თანამშრომელმა ი. ზოტკინმა გამოაქვეყნა 1970 წელს ჟურნალში "Nature"-ში სტატია-გზამკვლევი რათა დახმარებოდა მკვლევარ -მეცნიერებს ტუნგუსკის მეტეორიტის ფენომენის შესწავლაში, წამოყენებული იყო 74 ვერსია, თუმცა დღესდღეობითა არცერთი არაა ბოლომდე მისაღები.



პოპ კულტურაში:


ამერიკული მეტალ-ჯგუფ მეტალიკის სიმღერაში All Nightmare Long მოყოლილია ტუნგუსკის მეტეორიტის მოვლენები.


ალან პარსონსმა ტუნგუსკის ფენომენს მიუძღვნა ინსტრუმენტული კომპოზიცია "Return to Tunguska", რომელიც ხსნის ალბომს The Valid Path.


სერიალში X-Files არის ეპიზოდი სახელწოდებით "Tunguska" (სეზონი 4, ეპიზოდი 8, 12/01/1996), რომელშიც აღწერილია რუსი მეცნიერების მიერ მიღებული ვირუსი ჩამოვარდნილი მეტეორიტის ფრაგმენტებიდან.



კომპიუტერულ თამაშში Crysis 2 მოხსენიებულია ორი მეცნიერი, ჯეიკობ ჰარგრივი და კარლ ერნესტ რაში, რომლებმაც 1919 წელს ტუნგუსკაში მოიპოვეს უცხოპლანეტური წარმოშობის ტექნოლოგიური ნიმუშები. თამაშის მოქმედება ვითარდება 2023 წელს.



კომპიუტერულ თამაშში Secret Files: Tunguska აგებულია არტეფაქტის ირგვლივ, რომელიც გაჩნდა მას შემდეგ, რაც დედამიწაზე ჩამოვარდა მეტეორიტი.

1
160
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
160
  
2023, 30 ივნისი, 18:24
არის კიდევ ერთი ვერსია, ნიკოლა ტესლა. ტუნგუსკის აფეთქებამდე ნახევარი წლით ადრე ნიკოლა ტესლა დაინტერესდა მაგ რეგიონის რუკებით.
0 1 1