x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
აკრძალული არქეოლოგია – დინოზავრის და ადამიანის ჩონჩხი კოლუმბიაში

არქეოლოგები, უძველესი ცივილიზაციების და არტეფაქტების კვლევის საქმეში, ყოველთვის წინა პლანზე არიან. მაგრამ, ზოგჯერ, ისინი ისეთ რამეებს აწყდებიან, რომლებიც ჩვენს სამყაროში, ზოგადად მიღებულ კონცეფციას არ შეესაბამება. ასეთ არტეფაქტებს, აკრძალულ არქეოლოგიას უწოდებენ. მათ შორის, შეგვიძლია ვნახოთ, გიგანტების ჩონჩხები, ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული ნივთები, რომელთა ასაკი რამდენიმე ათასი წელია და სხვა არტეფაქტები, რომლებიც კაცობრიობის ისტორიის ერთიან სურათში არ "ეწერება".


imageერთი და იგივე დროს, დინოზავრის და ადამიანის მიერ დატოვებული ნაკვალევი


აკრძალული არქეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი აღმოჩენა, 1971 წ. კოლუმბიაში ნაპოვნი იგუანოდონის (ფრინველმენჯა დინოზავრები) ჩონჩხია, რომლის სიგრძე, ცხვირიდან – კუდის წვერამდე, 20 მ–ს აღემატება. დინოზავრის ნაშთი, თითქმის, იდეალურ მდგომარეობაში იყო და მისი ქანიდან ამოღება სრულად მოხდა. მაგრამ, ყველაზე საოცარი აღმოჩენა მის ქვეშ იმალებოდა...


image

იგუანოდონის ჩონჩხის ნაშთების ამოღების დროს, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი ჩონჩხი, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იყო. ძვლების უმეტესობა დამტვრეული იყო. მაგრამ, ქვედა ყბის და ხელის მტევნის მიხედვით, ადამიანის ნაშთების იდენტიფიცირება მოხერხდა. ხოლო, აღმოჩენის ასაკი, დაახლოებით, 85 მილიონი წელი იყო.


image


ეს ჩონჩხი არ ეკუთვნოდა ადამიანთა თანამედროვე სახეობას. მისი ყბა, სიდიდით, ორჯერ აღემატება ადამიანს ყბის ზომას. მაგრამ, კბილების ფორმა და განლაგება, ზუსტად იმეორებდა თანამედროვე ადამიანის კბილების წყობას. ამ ჩონჩხის გვერდით, 3, 5 მეტრიანი გაქვავებული შუბიც იდო.

არქეოლოგები იმ დროინდელი მოვლენების სურათის აღდგენა სცადეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადამიანის მსგავსი არსებები, რომლებიც ჩვენზე ბევრად მაღლები იყვნენ, დინოზავრებზე ნადირობდნენ და როგორც ჩანს, ერთ–ერთმა მონადირემ, დინოზავრს სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. მაგრამ, ცხოველი მიწაზე ვარდნისას, მას დაეცა და თავადაც მსხვერპლად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ აღმოჩენამ მეცნიერთა დიდი ინტერესი გამოიწვია, ის სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან, სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა... და მხოლოდ ახლა, როდესაც მეცნიერები დამკვიდრებული სტიგმებისგან გათავისუფლებას ცდილობენ, ძველი აღმოჩენების ხელახლა გადახედვა და შესწავლა ხდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჩვენი წინაპრები დინოზავრების გადაშენების მოწმენი იყვნენ – გამოქვეყნდა უახლესი კვლევის შედეგები

* ქუსლიდან ნახეთქების მოცილება 15 დღეში – ორი უმარტივესი რეცეპტი

* 20 რეალური ფოტო, რომელიც გაყალბებულს უფრო ჰგავს



1
476
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
476
  
2023, 11 ივლისი, 22:52
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1