ფოტოგრაფია და აქ რა ხდება? წარსულის უჩვეულო ფოტოები, რომლებიც დღეს სრულ გაურკვევლობას იწვევს (ნაწილი 2) 2023, 28 ივნისი, 19:04 რამდენ საიდუმლოს ინახავს ისტორია და რა იშვიათად გვეძლევა ხოლმე შანსი მასთან ოდნავ მაინც მიახლოების. დღეს, სწორედ ასეთი უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ. ამჯერად, თქვენს ყურადღებას საინტერესო ისტორიული მოვლენების ამსახველი ფოტოების მორიგ სერიაზე შევაჩერებ, რომლებიც დროებით წარსულში დაგაბრუნდებენ და აქამდე თქვენთვის უცნობ ბევრ საინტერესო მოვლენაზე აგიხელთ თვალს.![]() სინამდვილეში, არაფერი ისეთი არ ხდება. ეს მხოლოდ ფუნდამენტალისტი მორმონების ოჯახის პორტრეტია. წინა პლანზე - ოჯახის თავია ცოლებთან ერთად, უკანა პლანზე კი - შვილები და შვილიშვილებიმოტოციკლის ჩაფხუტი ინტეგრირებული საკომუნიკაციო მილით, 1940 წელი, რას იტყვით?"გოგოები" უბრალოდ ქალბატონების ოთახში მოსაწესრიგებლად გავიდნენ. ეს არის და ეს... 1992 წელს მაიამის ზოოპარკმა 30 ფლამინგო აბაზანაში მოათავსა, რათა ისინი ქარიშხალი ენდრიუსგან დაეცვა![]() არყის მხდელის წვეულება მინესოტაში "მშრალი კანონის" პერიოდში, აშშ, 1927 წელი![]() ბელგიელი ფოტოგრაფის კარლ დე კეიზერის ფოტო![]() აი, ქალიც ამას ჰქვია... იაპონიის ერთ-ერთ სოფელში დედას შვილები გობით გადაჰყავს, 1900-იანი წლები![]() იტალიელი ჯარისკაცები ჩრდილოეთ აფრიკაში "გიტარაზე" დაკვრისას (1940/1942), ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ფრონტიდან გადაღებული ფოტო სამხედრო ცენზურის ხელში მოხვდა. ფოტოზე უკანა მხარეს არის წარწერა: "ესენი ჯარისკაცები არიან თუ მათხოვრები?"![]() ექიმბაში ავადმყოფს ბეჭებზე "ქილების" ნაცვლად კამეჩის ცარიელ რქებს უმაგრებს, ჩვენმა წინაპრებმა დიდი ხნის წინ იცოდნენ ფიზიოთერაპიის ეფექტის შესახებ, და სწორედ ამის დამადასტურებელ ფოტოს ვხედავთ ახლა, თუმცა ძველ ეგვიპტეში სამკურნალოდ ბამბუკის ცარიელ ღეროებს იყენებდნენ![]() ფოტოზე მეშახტე საერთო საშხაპეში შესასვლელად საკუთარ რიგს ელოდება, გელზენკირხენი, გერმანია, 1958 წელი. პატივი და დიდება მშრომელ ხალხს, განსაკუთრებით კი მეშახტეებს!![]() მე თუ შეიძლება შავი ქოლგა, ყავისფერი სახელურით, მადლობა... დაკარგული ნივთების ბიურო, რომი, 1964 წელი![]() კანადელი ოფიცერი აფთიაქს წყალდიდობის დროს ძარცვისგან იცავს, 1974 წელი1367 შეფასება არ არის |