ულამაზესი ანჯელინა ჯოლი საკულტო ფოტოგრაფის, მარკ სელიგერის ობიექტივში
2023, 28 ივნისი, 15:29
ამერიკელი ფოტოგრაფი მარკ სელიგერი სპეციალიზირებულია ცნობილი ადამიანების პორტრეტებზე. ვინ აღარ არ მოხვდა ფოტოგრაფოს ობიექტივში თავისი კარიერის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, კურტ კობეინიდან ბარაკ ობამამდე. ანჯელინა ჯოლიც არაერთხელ პოზირებდა მისთვის. სელიგერის მიერ სხვადასხვა წლებში შექმნილი მსახიობის პორტრეტებიდან ჩანს, როგორ შეიცვალა მისი გარეგნობა, სტილი და სულიერი მდგომარეობაც კი. შეიძლება ითქვას ისიც, რომ მსახიობის საკულტო ფოტოსურათები, სწორედ სელიგერის გადაღებულია. ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ აქ წარმოდგენილი სურათების უმეტესობა გადაღებულია ძალიან მოკლე დროში, 1995 წლიდან 1999 წლამდე.