სხვა სიკო დოლიძის მოგონებებიდან. 2012, 5 ოქტომბერი, 0:10 ვლადიკავკაზში ''მამის მკვლელს'' ვიღებდით. გადაღებაზე თან წავიყვანეთ ქართველი გოლიათი სანდრო კანდელაკი. ერთ დღეს, სცენარის დაზუსტებაზე ვმუშაობდით, ოთახში შეშფოთებული ადმინისტრატორი შემოვარდა: - ჩქარა გვიშველეთ, ბატონო სიკო, ჩვენი სანდრო ვიღაც ლუდის გამყიდველმა გააჯავრა და ეხლა აქეთ მოდის გამყიდველით და ჯიხურით ხელში. ყველა გარეთ გავვარდით და მოულოდნელობისაგან ენა მუცელში ჩაგვივარდა. სანდროს ადგილიდან მოეგლიჯა ბაზრის თავში მდგარი ჯიხური, აეტაცებინა და ჩვენსკენ მოჰქონდა. ჯიხურის შიგნით შეშფოთებული გამყიდველი, როგორც ორაგული ფაცერში, ისე ფართხალებდა. - სიკო, ამ ქურდბაცაცას ვერაფერი გავაგებინე, მომყავს და იქნებ თქვენ მაინც შეუტოკოთ გაყინული ტვინის ძარღვი. ლუდის გამყიდველს ტვინის შეტოკება აღარ სჭირდებოდა. ისე იყო შეშინებული, რომ კარგა ხნის განმავლობაში დაეკარგებოდა ლუდის ქაფის მოპარვის სურვილი. 125 26-ს მოსწონს
|