x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
სუსტი გულის მქონენი ნუ ნახავთ! რატომ აგდებენ ინდოეთში ბავშვებს სიმაღლიდან? ტრადიცია რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image


ინდოეთი რაც არ უნდა ლამაზ, იდუმალ და სპირიტუალურ ქვეყნად გეჩვენებოდეთ, ტურისტების უმრავლესობისთვის ის მაინც საკმაოდ უცნაურ ადგილად რჩება, და ძირითადად, ეს უცნაურობა ადგილობრივების ცხოვრების წესს, ცხოვრებისეულ შეხედულებებსა და მათ გარშემო არსებულ სამყაროს უკავშირდება. ალბათ, სამხრეთ აზიაში მდებარე ამ სახელმწიფოში ერთი წელი მაინც უნდა იცხოვროთ, რათა გაიგოთ და მით უმეტეს, მიიღოთ ინდოელთა ცხოვრების წესი, მათივე უცნაურ და ზოგჯერ ძალიან საშიშ ტრადიციებთან ერთად, თუმცა შესაძლოა ამისთვის მთელი სიცოცხლეც კი არ გეყოთ.


image


ინდოეთში არის ერთი, თავად ინდუსების აზრითაც კი საკმაოდ საკამათო ტრადიცია, რომლის მთავარი მონაწილეებიც პატარა ბავშვები არიან. სწორედ ამ რიტუალზე შევაჩერებ დღევანდელ სტატიაში თქვენს ყურადღებას.


image


ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ ცხოვრებაში მარტივად არაფერი გვეძლევა: კეთილდღეობა უნდა მოიპოვო, დაიმსახურო, ხოლო ინდუსების შემთხვევაში კი, უნდა დაამტკიცო შენი უფლება იყო ჯანმრთელი, წარმატებული და უბრალოდ ბედნიერი, ხოლო მტკიცების დაწყება, ინდოეთის მაჰარაშტრას შტატის მცხოვრებთა თქმით, ადრეული ბავშვობიდან იწყება. ამ მიზეზით, აგერ უკვე 700 წელზე მეტია, შტატში 15 მეტრის სიმაღლიდან ჩვილების გადმოყრის ტრადიცია მოქმედებს, რომელთა ასაკი ორწლამდეც კი ვერ აღწევს.


image


ზოგადად, ეს მოვლენა გარკვეულწილად ხანძრის დროს გადარჩენას ჰგავს. რჩეულ ჩვილებს (ზოგიერთ რაიონში არაუმეტეს 11 თვისას) სასულიერო პირს გადასცემენ, რომელსაც ის ტაძრის სახურავზე აჰყავს და მის აქეთ - იქით რწევისას, ლოცვას იწყებს.


image


ხოლო როდესაც სასულიერო პირი უმაღლესი ძალებისადმი მიმართვას ასრულებს, ბავშვს ძირს აგდებს, რომელსაც ქვემოთ 14 მამაკაცი მჭიდროდ გაჭიმული ნაჭრის დახმარებით იჭერს. ბავშვის ქვეშაგებზე მოხვედრისას ის კვლავ ზემოთ ხტება და უკვე მე-15 მოხალისეს ხელში ვარდება, რომელიც პატარას იქვე შეკრებილ ბრბოს გადასცემს, რის შემდეგაც ბავშვი ხელიდან ხელში გადაცემისას უკვე მშობლებთან ხვდება.


image


რიტუალში მონაწილე ინდუსებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ამ გზით შეუძლია ოჯახს ზეციური ძალებისადმი საკუთარი ერთგულების დამტკიცება, რადგან ბავშვი ყველაზე ძვირფასია რაც მათ აბადიათ, მშობლებს მტკიცედ სჯერათ, რომ შვილების გაწირვით მომავალში სასურველი კურთხევის მიღებას შეძლებენ.


image


ხოლო ის ფაქტი, რომ ბავშვებს სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ, მშობლები ამაზე დიდად არ ღელავენ, მათი აზრით, ბავშვის გადარჩენა მხოლოდ ღმერთების ნებაა, თუ ბავშვი ამ განსაცდელს წარმატებით გაივლის და ცოცხალი გადარჩება, ადგილობრივთა რწმენით, მას ბედნიერება ელის, მშობლებს კი - დიდხანს სიცოცხლე, ხოლო თუ წარმატებით ვერ გაივლის მაშინ ალბათ... თავადაც გესმით ...


image


ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, აღნიშნული რუტუალის ჩატარებისას სერიოზული ფიზიკური დაზიანებები ჯერ არ გამოვლენილა, რაც რაღა თქმა უნდა, შესანიშნავი ამბავია, თუმცა ჩნდება კითხვა იმ ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლებსაც არამარტო მშობლებს აშორებენ და ხელში სრულიად უცნობ ადამიანებს გადასცემენ, არამედ 15 მეტრის სიმაღლიდანაც აგდებენ. ეს რიტუალი ველურად გამოიყურება, მაგრამ ინდოეთის მოსახლეობას, რომელსაც მედიცინაზე წვდომა არ აქვს, თვლის, რომ მხოლოდ ამ გზით შეუძლიათ თავიანთი ვაჟებისა და ქალიშვილების დაცვა ავადმყოფობისა და ბოროტი თვალისგან.


image


სავარაუდოდ, მსგავსი გამოცდილება უკვალოდ არ ქრება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ რომ ყველა ფსიქოლოგიური ტრავმა და კომპლექსი, რომელიც მოზრდილობაში იჩენს თავს სწორედ ღრმა ბავშვობაშია ჩადებული.


image


არ დაიჯერებთ, მაგრამ რიტუალში ყოველწლიურად 200-მდე ოჯახი მონაწილეობს, მათ შორის არიან როგორც ინდუსები, ასევე მუსლიმებიც, და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ასეთი შეხედულებების მქონე ადამიანთა რიცხვი მხოლოდ იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა!


image


სხვათა შორის, ინდოეთის ბავშვთა უფლებების დაცვის ეროვნულმა კომისიამ არაერთხელ სცადა ამ სახიფათო რიტუალის აკრძალვა, თუმცა ღარიბ დასახლებებში, სადაც ჩვილთა სიკვდილიანობა უკიდურესად მაღალია, განათლების დონე კი დაბალი, ხოლო სამედიცინო სერვისები მხოლოდ ერთეულებისთვისაა ხელმისაწვდომი, ადამიანები ზებუნებრივი ძალების ამარა არიან დარჩენილები.


image


ხოლო როცა რაღაცის გჯერა ამდენ ხანს და თან ასე ძლიერად, ზოგჯერ მასზე უარის თქმა ძალიან რთულია... ან შეუძლებელიც კი.. თუნდაც ამისთვის საკუთარი შვილის გაწირვა გიწევდეს.


image







0
291
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
291