x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"დაივიწყეთ, რაც სკოლაში გასწავლეს" - საინტერესო ფაქტები, რომლებიც სიმართლე არ აღმოჩნდა

image

ყველაფერი იცვლება დროთა განმავლობაში. და ის ფაქტებიც კი, რომლებიც ადრე სინამდვილე გვეგონა, შეიძლება შეიცვალოს გარკვეული პერიოდის შემდეგ.

1. ამერიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1776 წლის 4 ივლისს.

ყოველწლიურად, 4 ივლისს, ამერიკელები აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოეწერა 1776 წლის 4 ივლისს, ამერიკა ჯერ კიდევ არ იყო თავისუფალი ბრიტანეთის მმართველობისგან მანამ, სანამ ვერსალის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1783 წლის 3 სექტემბერს. სწორედ მაშინ გახდა ამერიკა დამოუკიდებელი.image

2. პლუტონი პლანეტაა

1800-იანი წლების ბოლოდან ცნობილია მეცხრე პლანეტის პოტენციური არსებობა. 1906 წელს ასტრონომმა პერსივალ ლოუელმა დაიწყო კვლევითი პროექტი იდუმალი "პლანეტა X"-ის აღმოსაჩენად. 1929 წელს კლაიდ კომბომ ტყუპების თანავარსკვლავედის ვარსკვლავების გადაღება დაიწყო, სადაც „პლანეტა X“ უნდა ყოფილიყო. 1930 წელს პლუტონი აღმოაჩინეს და პლანეტის სტატუსი მოიპოვა. მაგრამ 2005 წელს ერისის აღმოჩენით, რომელიც აღმოჩნდა ყველაზე მასიური ტრანს-ნეპტუნიური ობიექტი, პლუტონი გადავიდა მცირე პლანეტების კატეგორიაში.image

3. ალმასი ყველაზე მყარი ნივთიერებაა

ამერიკელმა და ჩინელმა ფიზიკოსებმა კუბური ბორის ნიტრიდის მიკროკრისტალების საფუძველზე შექმნეს სპეციალური ნანომასალა, რომელიც სიხისტეთა და სხვა თვისებებით აღემატება ბრილიანტებს.image

4. სალემის ალქაჯებს კოცონზე წვავდნენ

არქივისტის რიჩარდ ტრასკის თქმით, ყველაფერი კოცონთან არ იყო დაკავშირებული. იმ დროს ალქაჯობა გახლდათ სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ისჯებოდა ჩამოხრჩობით და არა კოცონზე დაწვით. თუმცა ევროპაში ჯადოქრობა ერესად ითვლებოდა და დამნაშავეებს წვავდნენ. image

5. პირამიდები მონებმა ააშენეს

კულტურა მხარს უჭერს მითს, რომ პირამიდები აშენდა მონების მიერ. მაგრამ ბოლო არქეოლოგიური აღმოჩენები რეალურად ადასტურებს, რომ პირამიდები თავად ეგვიპტელებმა ააშენეს. მუშები ღარიბი ოჯახებიდან აიყვანეს. მათ დიდ პატივს სცემდნენ და პირამიდების მახლობლად კრიპტებსაც კი იმსახურებდნენ. მონებს ასე არ მოექცეოდნენ.image

6. ჩინეთის დიდი კედელი კოსმოსიდანაც ჩანს

ჭორები იმის შესახებ, რომ ჩინეთის კედელი შეიძლება ნახოთ არა მხოლოდ კოსმოსური ხომალდიდან, არამედ მთვარედანაც კი, 1938 წლით თარიღდება. 2003 წელს პირველმა ჩინელმა ასტრონავტმა უარყო ეს მითი. მისი თქმით, დიდი კედელი კოსმოსიდან მხოლოდ გარკვეულ პირობებში ჩანს და გარდა ამისა, შეგიძლიათ ნახოთ ძირითადი მაგისტრალები, ხიდები, აეროპორტები და მრავალი სხვა. მაგრამ მთვარედან არაფერი ჩანს: მხოლოდ თეთრ-ლურჯი სფერო.image



0
389
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0