x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138415
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
11 ფოტო ისტორიიდან, რომლებიც მთლიანად ქალის სილამაზეს ეძღვნება
image


შეუძლებელია ქალის სილამაზის აღწერა, ვინაიდან ყველასთვის ის - განსხვავებული, ინდივიდუალური, აუხსნელი და ეფემერულია. ფოტოგრაფიის ოსტატებმა თავიანთ ნამუშევრებში ქალების მთელი მრავალფეროვნებისა და უნიკალურობის გადმოცემა მოახერხეს, რომელთაგან თითოეული სრულიად დამსახურებულად იმსახურებს - "ყველაზე ლამაზის" სტატუსს.




ფიტნეს გოგონა რელნა ბრუერი


image


1938 წლისთვის საკმაოდ ბევრ გოგონას ჰქონდა ლამაზი, დაკუნთული ფეხები და მკვირივი დუნდულები. იმ პერიოდში აუგმენტაცია და მამოპლასტიკა ჯერ კიდევ არ არსებობდა, ამიტომ კადრებში შეგიძლიათ იმ წლების სპორტსმენთა ბუნებრივი ფორმები იხილოთ. ფოტოზე გახლავთ ბოდიბილდერი რელნა ბრუერი, რომელმაც სქელტანიანი სატელეფონო ცნობარი დახია.



კეტრინ ჰეპბერნი

image


1930-იანი წლების ბოლოს მსოფლიო აღფრთოვანებული იყო არა მხოლოდ რელნა ბრუერის სპორტული ფიგურით, არამედ კეტრინ ჰეპბერნის უჩვეულო გარეგნობითაც. ამერიკელ მსახიობს "ოსკარის" ქანდაკება ოთხჯერ გადასცეს, პრემიაზე კი 12-ჯერ წარადგინეს. ფოტო 1938 წელს ნიუ-იორკშია გადაღებული.



ეს უხერხული მომენტი...


image


"ემპაირ სტეიტ ბილდინგის" სახურავზე, 1942 წელი. ყველაზე შეუფერებელ მომენტში ძლიერი ქარი ამოვარდა და წყვილს კინაღამ პაემანი ჩააშხამა. ფოტოზე ხედავთ თუ როგორ ცდილობს გოგონა ქარისგან გაგიჟებული ქვედაბოლოს "დამშვიდებას".





მერლინ მონრი


image


წინა ფოტოზე აღბეჭდილ გოგონას რომ სცოდნოდა რომ 13 წლის შემდეგ ფილმში "შვიდი წლის თავზე" (1955) მერლინ მონროს ქარისგან აფრიალებული ქვედაბოლოს სცენა საკულტო გახდებოდა, აღნიშნული ინციდენტის გამო აღარც ინერვიულებდა. მერლინი ამ დროს თავის სამსახიობო კარიერას ჯერ მხოლოდ იწყებდა, ლოს - ანჯელესი, 1945 წელი





ავა გარდნერი


image


უმშვენიერესი, ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ავა გარდნერი ე.წ. "ქვიშის საათის" ფიგურის ბედნიერი მფლობელი გახლდათ, რომელზეც მილიონობით ქალი ოცნებობდა. გარდნერი "American Film Institute"-ის მიერ ყველა დროის საუკეთესო ვარსკვლავების სიაშია შეყვანილი. მისი პოპულარული სიმღერებია - "Can't Help Lovin That Man" და "How Am I to Know?".





ლიზა ლარსენი


image


1953 წელს ცნობილმა ამერიკელმა ფოტოჟურნალისტმა ლიზა ლარსენმა ლეგენდარული ფოტოგრაფისგან ალფრედ ეიზენშტადტისგან ინტერვიუ აიღო, რომელმაც გოგონას სილამაზით აღფრთოვანებულმა მას სამახსოვროს ფოტოს გადაღება შესთავაზა. ფოტოზე სწორედ ამ მომენტს ხედავთ, კადრი საკმაოდ ცოცხალი და ბუნებრივი გამოვიდა.





კიმ ნოვაკი


image


1958 წელს კიმ ნოვაკის ტიპაჟი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. კიმმა ბევრ ფილმში ითამაშა, თუმცა მისი მონაწილეობით ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად მაინც ალფრედ ჰიჩკოკის "თავბრუსხვევა" იქცა, რომელმაც მსახიობს უდიდესი წარმატება და აღიარება მოუტანა.





მოდელები

image


ფოტოზე ჟურნალ" Playboy"-ის ბრიტანული გამოცემის რეტრო - მოდელებს ხედავთ.




ვიკი დუგანი


image


შორეულ 1980-იანებში "Playboy-"ში მოდელად მუშაობა პრესტიჟულად და პერსპექტიულად ითვლებოდა. ყველაზე გამორჩეულ და ულამაზესს გოგონებს შეეძლოთ ფოტოგრაფებისა და მხატვრების მუზებიც კი გამხდარიყვნენ. ასე მოხდა ვიკი დუგანის შემთხვევაშიც, სწორედ ის იქცა მხატვრების შთაგონებად და გახდა ანიმაციური პერსონაჟის, ჯესიკა რებიტის პროტოტიპი ფილმში "ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი".





ქეით მოსი

image


ეს კადრი 1996 წელს ლოს - ანჯელესში ცნობილი ფოტოგრაფის მარიო ტესტინოს მიერ იქნა გადაღებული. ამ შავ - თეთრ ფოტოზე ქეით მოსი ბედნიერად პოზირებს და იმ ეპოქის ცნობილი სახეებისა და მოდის სამყაროს ფუფუნების რეალიზმის ჩვენებას ცდილობს. ფოტო ჟურნალ "Harper's Bazaar"-ში იქნა გამოქვეყნებული.




ბოდიბილდერი


image


1996 წელს ჩეხეთში გაიმართა პირველი ჩემპიონატი ქალ ბოდიბილდერებს შორის. როგორც ჩანს, გვერდით მდგომ მამაკაცებს აშკარად შურთ გოგონას ასეთი სხეულის.







0
586
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
586