კონფლიქტები კახოვკას წყალსაცავის ფსკერზე სხვადასხვა პერიოდის არტეფაქტებს პოულობენ 2023, 26 ივნისი, 14:14 ![]() კახოვკას წყალსაცავის ფსკერზე არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენა გრძელდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით აღმოჩენები დაკავშირებულია სხვადასხვა პერიოდთან, მათ შორის მეორე მსოფლიო ომთან, კაზაკებთან, ბიზანტიასთან. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 12 ივნისს გავცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს რამდენიმე ადამიანის ჩონჩხი და ნათვამია, რომ ისინი კახოვკას წყალსაცავის დამშრალ ფსკერზე აღმოაჩინეს: რუსეთმა კახოვკას ჰესის 6 ივნის ააფეთქეს, შედეგად დაიტბორა დასახლებული ტერიტორიები. დაიღუპა 16 ადამიანი, დაიკარგა 31. წყალსაცავის აფეთქებამ დიდი ზარალი მიაყენა ცხოველებს. დაიტბორა ზოოპარკი, ბოლო მონაცემებით დაღუპულია 20 000-მდე ცხოველი. სპეციალისტებმა ეს მოვლენა ეკოციდად შეაფასეს. შავი ზღვის დაბინძურების გამო კი ოდესის პლაჟებზე ცურვა აიკრძალა. 325 1-ს არ მოსწონს
|