ამოცანები ეს აუცილებლად უნდა ნახოთ! ( გამოვცადოთ თქვენი ინტუიცია) 2012, 4 ოქტომბერი, 23:15 ტესტი ორი მარტივი შეკითხვისგან შედგება, გადახედეთ მათ და პასუხები თქვენთვის მონიშნეთ, მერე შეადარეთ ისინი სტატიის ქვემოთ მოყვანილ სწორ ვარიანტებს:
კითხვა პირველი თქვენ რომ შეხვედროდით ორსულ ქალს, რომელსაც უკვე 8 შვილი ჰყავს, რომელთაგააც სამი ყრუა, ორი-ბრმა, ერთი-გონებრივად ჩამორჩენილი, ხოლო თავად ქალი დაავადებულია სიფილისით, ურჩევდით მას აბორტის გაკეთებას? კითხვა მეორე უნდა აირჩიოთ ახალი მსოფლიო ლიდერი, თქვენი ხმა გადამწყვეტია. აი ინფორმაცია კანდიდატების შესახებ: კანდიდატი №1: ურთიერთობა აქვს არაკეთილსინდისიე რ პოლიტიკოსებთან, რჩევებს იღებს ასტროლოგებისგან, ჰყავს ორი ცოლი, სიგარას ეწევა შეუჩერებლად და ყოველდღიურად სვამს 8-10 ბოკალ მარტინის; კანდიდატი №2: ორჯერ იქნა თანამდებობიდან მოხსნილი, ძინავს შუადღემდე, კოლეჯში სწავლისას ეტანებოდა ოპიუმს, სვამს დაახლოებით ერთ ლიტრ ვისკის ყოველდღიურად; კანდიდატი №3: მოპოვებული აქვს საბრძოლო ჯილდოები, ვეგეტარიანელია, არ ეწევა, იშვიათად სვამს ლუდს და არასდროს უღალატია ცოლისთვის. კიდევ ერთხელ გადახედეთ თქვენს პასუხებს და მერე ნელა "ჩამოსქროლეთ" დაბლა, სადაც ტესტის სწორი პასუხებია მოცემული .. პირველი კითხვის პასუხი თუ თქვენ გადაწყვიტეთ რომ ქალბატონს აუცილებლად ურჩევდით აბორტის გაკეთებას იცოდეთ - თქვენ ახლახან მოკალით ბეთჰოვენი :))) მეორე კითხვის პასუხი გაიხსენეთ რომელ კანდიდატს მიეცით ხმა? ახლა მათ ვინაობას გადახედეთ :)) 1 კანდიდატი: ფრანკლინ რუზველტი 2 კანდიდატი: უინსტონ ჩერჩილი 3 კანდიდატი: ადოლფ ჰიტლერი 1632 6-ს მოსწონს 1-ს არა
|