სხვა როგორ ვსპობთ გაუთვალისწინებლად ჩვენს საყოფაცხოვრებო ტექნიკას 2023, 29 ივნისი, 9:48 ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. დღეს კი, გვაქვს ეპოქა, სადაც ფართოდ არის განვითარებული ტექნოლოგიური სიახლეები და ნტერნეტის საშუალებით შეგვიძლია დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან მოვიძიოთ ინფორმაცია, მოვიკითხოთ ადამიანი, გამოვიძახოთ პიცა თუ ხინკალი, ვუყუროთ ფილმს, წავიკითხოთ სიახლე, წიგნი, მანქანამ დარეცხოს სარეცხი, მანამ ჩვენ სხვა საქმით ვართ დაკავებული ან ვისვენებთ და მოკლედ, რომ აღარ გავაგრძელო, აურაცხელია სია იმისა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია თანამედროვე ტექნიკისა თუ ტექნოლოგიების წყალობით.
![]() ვაღიაროთ, რომ ბევრი ჩვენგანი დეტალურად სწავლობს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციას, სანამ დაიწყებს მათ გამოყენებას, მაგრამ ბევრი ჩვენგანი არც კი ხსნის მათ. შემდეგ კი გვაინტერესებს, რატომ გაფუჭდა მაცივარი რამდენიმე წლის შემდეგ, იმაზე ადრე, ვიდრე საგარანტიო დროა გასული და რატომ დაიწყო სარეცხის მანქანამ უარესად რეცხვა? მოდით, ვისწავლოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რათა ისინი არ გაფუჭდეს ჩვენი დაუდევრობის გამო. როგორ ვსპობთ გაუთვალისწინებლად ჩვენს საყოფაცხოვრებო ტექნიკას1. სარეცხი მანქანა. ![]() სარეცხი მანქანის გაფუჭების ყველაზე გავრცელებული მიზეზია პატარა ბავშვების წინდები, ბიუსტჰალტერის რკინა და პატარა ტრუსი - ტანგები. განათავსეთ თქვენი წვრილმანები სპეციალურ სამრეცხაო ჩანთებში, რათა ის არ გაიჭედოს სარეცხი მანქანის ბარაბანში. არ დაგავიწყდეთ ჯიბეების შემოწმება განსაკუთრებით ბავშვის ტანსაცმლის, რადგან ნებისმიერი ტკბილეული და განსაკუთრებით კი საღეჭი რეზინი, სარეცხი მანქანისთვის ცუდი თანამგზავრია. არ გადატვირთოთ ბარაბანი, რადგან თეთრეული არა მხოლოდ შეიძლება დაიხეს და ცუდად გაირეცხოს, გაზრდილი დატვირთვის დროს საკისრები იშლება და დროთა განმავლობაში წამყვანი ქამარი, რომელიც ჩართულია ბარაბნის მოძრაობაში, დაიშლება. პერიოდულად მიაქციეთ ყურადღება სარეცხ მანქანას. არ დატოვოთ მასში სველი სარეცხი, გარეცხეთ ფხვნილის კონტეინერი, გაწურეთ ბარანის რეზინის ზოლი. ეს ხელს შეუშლის მანქანის ნაწილებზე ობის წარმოქმნას და, შედეგად, უსიამოვნო სუნის გაჩენას. 2. მიკროტალღური ღუმელი. ![]() რეგულარულად გაწმინდეთ ღუმელი მის კიდეებსა და კედლებზე არსებული ცხიმისგან. გახსოვდეთ, ღუმელი მხოლოდ მაშინ უნდა ჩართათ, თუ მასში პროდუქტია მოთავსებული, ცარიელის ჩართვა დაუშვებელი, ის გაფუჭდება. არ გამოიყენოთ ჭურჭელი, რომელიც მიკროტალღური ღუმელისთვის განკუთვნილი არ არის. ასევე ნუ გამოიყენებთ კალიტას (ფოლგა), რადგან ის ხელს უწყობს აალებას. 3. ჭურჭლის სარეცხი მანქანა. ![]() ყოველთვის გაასუფთავეთ საკვების დიდი ნარჩენები, რათა თავიდან აიცილოთ კანალიზაციის გაჭედვა. უმეტეს შემთხვევაში, ჭურჭლის კარგად არ გარეცხვის მიზეზი სულაც არ არის მანქანის ხარისხი ან გაუმართაობა, უბრალოდ, არასწორად ჩატვირთეთ ჭურჭელი და აირჩიეთ არასწორი პროგრამა. თუ მანქანა დიდია, ბევრი ჭურჭელი არ არის და არ გსურთ სრული ციკლის გაშვება რამდენიმე კათხის გამო, გამოიყენეთ რეცხვის პროგრამა (15 წუთი ). ასე რომ, აპარატის შიგნით არ წარმოიქმნება უსიამოვნო და ჭუჭყიანი სუნი, ან შეგიძლიათ დაელოდოთ ერთი დღე, სანამ მეტი გასარეცხი ჭურჭელი შეგროვდება. 174 5-ს მოსწონს
|