x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რჩევები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - გაითვალისწინეთ!
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.




image



მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.




დრო და დრო ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც გვიჭირს არჩევანის გაკეთება და სწორი ნაბიჯის გადადგმა. ზუსტად ასეთ დროს გვჭირდება რჩევა, რომელიც იქნება ბიძგი სწორი ნაბიჯისკენ და ზოგადად მოტივატორი. თუმცა, უნივერსალური რჩევა არ არსებობს, რადგან ჩვენ ყველანი ვართ ინდივიდუალურები. სწორედ ამის გამო, მეცნიერები გვაძლევენ რჩევებს ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რაც საყურადღებოა.




რჩევები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - გაითვალისწინეთ!





1. ☞ ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი) - მოგწონთ მბრძანებლობა და არ აძლევთ ძალაუფლების სადავეებს სხვებს. ისწავლეთ მოდუნება და მიყევით დინებას, რადგან ცხოვრებაში ყველაფრის კონტროლი შეულებელია. ნუ მიეჯაჭვებით წარსულს, მისი შეცვლა აღარ შეიძლება. და, როგორც მანტრა, შემდეგი იმეორეთ: მიიღეთ ის, რაც არის; გაუშვით ის, რაც იყო და იმედი გქონდეთ იმისა, რაც იქნება.



2. ☞ კურო (20 აპრილი - 21 მაისი) - თქვენი მთავარი პრობლემა სიზარმაცეა. მოგწონთ ამის გამართლება იმით, რომ უბრალოდ არ გაქვთ შთაგონება ან მოტივაციის ნაკლებობას განიცდით. თქვენ შეიძლება იყოთ ძალიან შრომისმოყვარე, როდესაც საბოლოოდ მიიღებთ სამუშაოს, მაგრამ თქვენ გჭირდებათ ბიძგი, წიხლის ამორტყმა უკანალში. ასე რომ, დაიმახსოვრეთ ერთი რამ: არაფერი ღირებული არ ხდება მარტივად.




3. ☞ ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) - კომუნიკაბელური ხართ და გიყვართ სხვებთან მსგავსებისა და საერთო ენის პოვნა, მაგრამ ხანდახან თქვენი სურვილი, რომ ყველას მოეწონოთ, ადამიანების თვალში ორპირად წარმოგაჩენთ. უბრალოდ, გახსოვდეთ: თუ არასწორია, არ გააკეთო; თუ სიმართლე არ არის, არ თქვა.




4. ☞ კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი) - თქვენ კარგად აცნობიერებთ საკუთარ გრძნობებს და ხშირად მოქმედებთ არაგონივრულად და იმპულსურად. და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საჭიროა დროდადრო ინტუიციას უსმინოთ, ნუ მისცემთ უფლებას თქვენს შიშებსა დაგრძნობებს, რომ მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ. არასოდეს მისცეთ უფლება ემოციებს თქვენი გონება მოიცვას.




5. ☞ ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო) - ეგოცენტრიკი ხართ. ზოგჯერ იმდენად ხართ საკუთარ თავზე ორიენტირებული, რომ უბრალოდ არ ითვალისწინებთ სხვა ადამიანების გრძნობებს. დიახ, ზრუნავთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე და მეგობრებზე, მაგრამ ხანდახან ზედმეტად ზედაპირული ხართ და არ ამჩნევთ სიცხადეს. შეეცადეთ გამოიჩინოთ გულწრფელი ყურადღება და ინტერესი ადამიანების მიმართ, რადგან სამყარო თქვენს გარშემო არ ბრუნავს!




6. ☞ ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი) - ნიჭიერი ხართ და აღიარებთ თუ არა ამას, პერფექციონისტად გაქცევთ ის, მაგრამ არაფერი და არავინ არ არის სრულყოფილი ცხოვრებაში, ამიტომ თქვენი მარადიული სწრაფვა იდეალისკენ, საბოლოოდ უკმაყოფილო კრიტიკოსად გაქცევთ. უბრალოდ, ისწავლეთ ბედნიერი იყოთ იმით, რაც გაქვთ. და გაიგეთ: საკუთარ თავზე მაღლა ვერ გადახტებით.




7. ☞ სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი) - გადაწყვეტილების მიღება არ არის თქვენი ძლიერი მხარე. მიდრეკილი ხართ აწონ-დაწონოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები დიდი ხნის განმავლობაში, ძალიან დიდხანს ყოყმანობთ გადაწყვეტილების მიღება და ისიც გიჭირთ. შემდეგ ჯერზე ეს ფორმულა სცადეთ: მიჰყევით თქვენს გულს, მაგრამ მოუსმინეთ თქვენს გონებას.




8. ☞ მორიელი (23 ოქტომბერი - 22 ნოემბერი) - ხალხი ფიქრობს, რომ ძალიან მკაცრი და შურისმაძიებელი ადამიანი ხართ. ეს ძალიან უარყოფითად აისახება თქვენს ურთიერთობაზე სხვებთან. ბრაზი არავის ამშვენებს და თქვენი შეუპოვრობა შეიძლება წარმატების ფასად დაგიჯდეთ. რაც შეეხება თამაშის ტაქტიკის მკვეთრ ცვლილებას: დაარტყით მტრებს თქვენი ღიმილით და მოკალით ისინი თქვენი სიკეთით.




9. ☞ მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი) - თქვენ შეგიძლიათ ჩამოიშოროთ და თავი აარიდოთ ხალხს. ყოველთვის უფრო ადვილია მოაჩვენოთ თავი, როგორც ცივი ადამიანი. ძალიან კარგია, რომ ხვდები, როგორი ადამიანების შემოშვება შეიძლება შენს სამყაროში. ასევე ხვდები, რომ ჯერ კიდევ ბევრი გაქვს სასწავლი. ასე რომ, დროდადრო უთხარით საკუთარ თავს: არავინ იცის ყველაფერზე პასუხი. მოუსმინეთ სხვების მოსაზრებებს.




10. ☞ თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი) - ზედმეტად ღელავთ ყველაფერზე. მეტი რა არის სათქმელი? სულ გახსოვდეთ: არაფერი შეიცვლება თქვენი წუხილით.




11. ☞ მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი) - თქვენ ჯიუტი ხართ და მოგწონთ თქვენი ინტელექტის გამოვლენა. საკუთარ თავს სხვებზე უკეთესად თვლით, უფრო ჭკვიანად და ჭეშმარიტად. და თუ ვინმე ამას არ ცნობს, ის უბრალოდ საკმარისად ჭკვიანი არ არის, რომ დააფასოს თქვენი გენიოსობა - ასე თვლით. ნუ ხართ ასეთი ამპარტავანი. თუ ვინმეს აზრი არ ემთხვევა თქვენსას, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე თქვენგანი არასწორია. იყავით მარტივი და გაუღეთ გულის კარი სხვა ადამიანებს.




12. ☞ თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი) - ყველაფერი ახლოს მიგაქვთ გულთან. მეგობრების კეთილგანწყობილმა ხუმრობებმაც კი შეიძლება დიდხანს გაგიფუჭოთ განწყობა. მოგწონთ თვითგვემა, ეძებთ პრობლემებს, მაშინაც კი, როდესაც ის არ არსებობს. ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოგიტანთ. ისწავლეთ პრობლემების გაშვება.




0
218
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0