x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იცით, რისი სურნელი აქვთ არაბ ქალებს? - ამას ვერასოდეს წარმოიდგენდით!

image


არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მოგზაურობისას ვიზიტორები უამრავ საოცარ შთაბეჭდილებას იღებენ! ტურისტები არაბეთის ნახევარკუნძლზე მდებარე ამ მონარქიული სახელმწიფოს ისტორიასა და კულტურას უფრო ახლოს ეცნობიან, აგემოვნებენ საუცხოო კერძებსა თუ სასმელებს, და რაღა თქმა უნდა, შეიგრძნობენ არაბულ სურნელებებსაც, რომლებიც ცნობილი ევროპული ბრენდებისგან რადიკალურად განსხვავდება. არაბები ასევე კარგად ერკვევიან სუნამოების განსაცვიფრებელ, ამაღელვებელ ნოტებშიც, რომელთა შლეიფსაც თითქმის ყველა არაბ ქალზე იგრძნობთ.


image


ყველა არაბული სუნამოს არომატი რა თქმა უნდა, განსხვავებულია, მათ რაოდენობას კი თვლა არა აქვს! თუმცა მთელ ამ მრავალფეროვნებაში ერთი უნიკალური ნოტი მაინც გამოირჩევა და ეს - უდის ზეთის არომატია. არაბულ სამყაროში ყველაზე დახვეწილი, ყველაზე საოცარი სურნელების მქონე სუნამოები სწორედ ამ ზეთის დამატებით მზადდება.


image


რას წარმოადგენს ეს სასწაული ზეთი, რომელიც ოქროზეც კი ძვირი ღირს? თუმცა, მოდით ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. ეს ზეთი აგარვუდის ხის მერქნისგან მიიღება, უფრო ზუსტად კი, ეს გახლავთ ჩვიდმეტი სახეობის ხეების მთელი ოჯახი, რომელსაც აკვილარიას უწოდებენ. ისინი ყველაზე ჩვეულებრივ ხეებს წარმოადგენენ, ნაყოფს არ იძლევიან, უმეტესობას კი საკმაოდ ჩვეულებრივი მერქანი აქვს.

image


ამ ხეების მხოლოდ 10%-ი კი თავისი მერქნის თვისებებს სოკოვანი ინფექციის Phaeoacremonium-ის დასნებოვნების შემდეგ იცვლის. სოკოს ზემოქმედებისგან თავის დაცვის მიზნით, აგარვუდის ხე სქელი მუქი ფისის გამომუშავებას იწყებს, რომელიც მის მერქანს ჟღინთავს და მუქ ფრად აქცევს.


image


ასეთ მერქანს ჯერ ხის ბურბუშელად აქცევენ, რომელსაც საგულდაგულოდ გადაამუშავებენ, შედეგად კი დისტილაციის მეთოდით უდის ზეთს იღებენ, რომელიც არაბებმა ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში გამოიგონეს. სხვათა შორის, სუფთა უდის ზეთს აქვს სასიამოვნო, თუმცა საკმაოდ მძიმე სუნი, ამიტომაც ის სუფთა სახით ძალიან იშვიათად გამოიყენება, მას ძირითადად პარფიუმერულ კომპოზიციებს უმატებენ, რაც საბოლოო ჯამში არაბული ზღაპრის ნამდვილ არომატს ქმნის, რომლის სუნიც თითქმის ყველა არაბ ქალს ასდის.




და რატომ არის უდის ზეთი ასეთი ძვირი?


image


საქმე იმაშია რომ ამ ზეთის მხოლოდ 20 - 30 მილილიტრის მისაღებად დაახლოებით 100 კილოგრამი აგარვუდის ხის მერქნის დამუშავებაა საჭირო! ხოლო ფისით გაჟღენთილი მერქნის ფასი 1 კილოგრამზე 100 დოლარიდან იწყება. ფასის ზედა ზღვარმა შეიძლება ათეულ ათასობით დოლარსაც კი მიაღწიოს. ასე რომ, თავად გამოთვალეთ, რა ღირს მხოლოდ 1 მილილიტრი უდის ზეთი!

image

და რა ბედი ეწევა თავად გადამუშავებულ მერქანს, რომელიც ასე ძვირი ღირს? მისგან არაბული სურნელოვანი საკმევლის ნარევს - ბახურს ამზადებენ, რომელიც ოთახებისა და ტანსაცმლის ფუმიგაციისთვის გამოიყენება. ბახურის არომატების დათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, ის იმდენი არომატისა და სახეობის არსებობს. სხვათა შორის, ფასების დიაპაზონიც ასევე საკმაოდ დიდია.


image








0
333
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
333