საზოგადოება "კანონიერმა ქურდმა" შვილს სიურპრიზი გაუკეთა - ვის დაბადების დღეზე იმღერეს მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა? 2023, 25 ივნისი, 12:07 სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანს, რომ გუშინ მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, ერთ-ერთ რესტორანში დაბადების დღეზე იმღერეს. ვიდეოებს სოციალურ ქსელში ეკატერინე სტეფანოვა ავრცელებს. სოსო პავლიაშვილის ცნობილი სიმღერა" სამშობლოს " ასრულებს თავად სოსო პავლიაშვილი დათო ხუჯაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და მიშო სულუხია. ambebi.ge-მ გაარკვია ვის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ ქართველი მომღერლები, იუბილარი ნია კოღუაშვილია. ის ქართველი „კანონიერი ქურდის“ ბადრი კოღუაშვილის (ქუთაისკის) ქალიშვილია. დედა კი ცნობილი ქართველი მსახიობი, ენდი ძიძავაა. მან ცოტა ხნის წინ პოსტიც გამოაქვეყნა. „მზად ვარ, ნებისმიერ ჟურნალისტთან გავაკეთო კომენტარი ჩემი შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, რომელიც მის დაბადების დღეს 22 წლის განმავლობაში მეორედ შეხვდა მამასთან ერთად! ნიას მამა მის დაბადებასაც არ დასწრებია... ყველა იქ მყოფი მომღერალი ოჯახის უახლოესია და შეწყვიტეთ მათზე ცილისწამება თანხების აღებასთან დაკავშირებით! ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ არ მჩვევია დამალვები. პასუხები ყოველთვის მაქვს კითხვებზე. აქ ვარ! მკითხეთ და გიპასუხებთ! იქამდე კი, კიდევ ერთხელ დავწერ. ამ ადამიანებს ჰყავთ ოჯახები. აქვთ ლხინის და ჭირის დღეები და მინიმუმ, ამ დღეებში უნდა ჰქონდეთ უფლება რამდენიმე დღით სამშობლოში დაბრუნების, თუმცა... გრუზ 200-ზე რომ ატყდება ხოლმე ამბავი, ამის მერე რა გინდა თქვა ადამიანმა?... პ.ს. ტროლებს და ბოტებს ვთხოვ პირადში მომწერონ! დამჰაჰავებლებო, რა საყვარლები ხართ და რამდენი ხართ. უჰ, როგორ დილამდე ვიცინებდი თქვენთან ერთად. პ.ს. და კიდევ, იმ პერსონების საყურადღებოდ, ჭკუას რომ მასწავლიან, სად უნდა ვიყო, სად არა, სად არ უნდა მოვაწყო „ღრეობა“ და ა.შ. ღმერთო ჩემო, ეეჰ, რას არ მოესწრება ადამიანი... იმ წვეულებაზე არ ვყოფილვარ! და მორჩით ყაყანას! მოკლედ და კონკრეტულად!“ - დაწერა ენდი ძიძავამ. მთავარ ფოტოზე:ბადრი კოღუაშვილი ენდი და ნიასთან ერთად/ენდი ძიძავა. ნია კოღუაშვილი ბადრი კოღუაშვილისა და ენდი ძიძავას საერთო ქალიშვილია. ქალბატონ ენდის ქართული საზოგადოება კარგად იცნობს, ის ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია, თამაშობდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში, “ სადაც ჩიკას დედას ასახიერებდა. ფოტოზე: იუბილარი ნია და მიშო სულუხია ფოტოზე: ქართველი კანონიერი ქურდები:თეიმურაზ სინატაშვილი (მაფია), ბადრი კოღუაშვილი (ბადრიკი ანუ ქუთაისკი), გიორგი უგლავა (ტახი) და გურამ ჩიხლაძე (კვეჟოევიჩი), 2004 წლის იანვარი, მოსკოვი. 388 2-ს მოსწონს
|