x
გაგრა სეზონის განახლებისთვის ემზადება
ეროვნული ლიგის ბინადარი ს.კ გაგრა სეზონის განახლებისთვის ემზადება, ორთვიანი პაუზის განმავლობაში გუნდი შეკრებას თბილისსა და თურქეთში გეგმავს.


გუნდის მთავარი მწვრთნელი რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს აკვირდება, ასევე სინჯებზე იმყოფება რამდენიმე ლეგიონერიც.


თბილისური შეკრების პირველ ეტაპზე გაგრა ამხანაგურ შეხვედრაში გორის დილას დაუპირისპირდა და 3-0 დაამარცხა.


მომდევნო შეხვედრას გაგრა ვიტ-ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 27 ივნისს 17:00 საათზე დაიწყება. დაიგეგმა მეორე ამხანაგური შეხვედრა თბილისის ლოკომოტივის წინააღმდეგ რომელიც 7 ივლისს გაიმართება დაწყების დრო მოგვიანებით გაირკვევა.



image

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:Mustafa Demir
Mustafa Demir
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0