სხვა რატომ იშლებიან ჭკუიდან გენიალური ადამიანები? - პასუხი გაგაოცებთ! 2023, 3 ივლისი, 9:51 გონება — ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც გამოხატავს აზროვნების უმაღლეს ტიპს, საყოველთაო აზროვნებისა და ანალიზის შესაძლებლობას, განყენებასა და განზოგადებას. შეესაბამება ლათინურ სიტყვა „intellectus“-ს. ფილოსოფიაში გონება ცნობიერების ერთ-ერთი ფორმაა, თვითცნობიერების გონი, რომელიც თავის თავზეა მიმართული. გონება გამოხატავს თავის თავს პრინციპებში, იდეებსა და იდეალებში. გონება განსხვავდება ცნობიერების სხვა ფორმებისაგან: ჭვრეტისაგან, გონისაგან, თვითშეგნებისაგან და სულისაგან. გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი თვლის, რომ მხოლოდ გონება აღწევს საბოლოოდ ჭეშმარიტების ჭეშმარიტ გამოხატულებას როგორც ასეთს კონკრეტულს. გონების მოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის მეტყველებასთან.
XIX საუკუნის ზოგიერთ ფილოსოფიურ მიმდინარეობაში გონება უპირისპირდებოდა ბუნებრივ ცდას. აგრეთვე არსებობდა საპირისპირო სწრაფვა — გონების ან საკუთრივ საყოველთაო იდეების გამოყვანა ცდისეული ერთეული ფაქტებიდან. წარსულში გონება ტრადიციულად უკავშირდებოდა კეთილდღეობას და ღვთაებას. ტვინი განისაზღვრება როგორც ფიზიკური ან ბიოლოგიური მატერია. თანამედროვე მეცნიერული განსაზღვრით ტვინი — წარმოადგენს რთულ ნეირონულ ქსელს. სიურეალიზმის ერთ-ერთმა გამოჩენილმა წარმომადგენელმა და ექსცენტრიულმა მხატვარმა სალვადორ დალიმ ერთხელ რატომღაც თქვა: „ერთადერთი, რაც განასხვავებს მე გიჟისაგან, არის ის, რომ მე არ ვარ გიჟი“. ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ ითვლებოდნენ ყოველთვის ცოტა უცნაურად ისეთი ბრწყინვალე ადამიანები, როგორებიც არიან დალი, ედგარ ალან პო, აინშტაინი და ა.შ. შესაძლოა, დიადი ადამიანების გონება უფრო მეტად ექვემდებარება ფსიქიკურ აშლილობას, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანების. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ჩვეულებრივი ადამიანები ისეთი სურათების დახატვას, როგორსაც ხატავდა დალი, ან შეძლებენ შეიმუშავონ აინშტაინის მსგავსი ბრწყინვალე თეორია? ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე თეორიას იმის შესახებ, თუ რატომ არიან ნიჭიერი ადამიანები სიგიჟისკენ მიდრეკილნი. რატომ იშლებიან ჭკუიდან გენიალური ადამიანები? - პასუხი გაგაოცებთ!1. ცეზარ ლომბროსოს თეორია. ცნობილმა ფსიქიატრმა, რომელსაც დღემდე დიდი წვლილი მიუძღვის კრიმინოლოგიაში, დაწერა წიგნი სახელწოდებით „გენიოსი და სიგიჟე“. ამ ნაშრომში ის აანალიზებს ნევროზის მქონე დიადი ადამიანების ქცევებს. მისი თეორიის მიხედვით, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები საოცარი შესაძლებლობებით არიან დაჯილდოვებულნი. 2. მაღალი IQ. არსებობს კიდევ ერთი თეორია, რომელიც წამოაყენეს ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა. მათი აზრით, მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები უფრო მეტად გიჟდებიან, ვიდრე სხვები. ამისათვის მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელიც 10 წელი გაგრძელდა. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 16 წლის 700 000 მოზარდი. კვლევის შედეგებმა ბევრი გააოცა: ვისაც მაღალი IQ ჰქონდა, მათ ფსიქიკური დაავადებები განუვითარდათ. 3. ჩვენ ყველანი გენიალურები ვართ. მედიცინის დოქტორის გრიგორი სეგალინის ჰიპოთეზის თანახმად, რომელიც მან წამოაყენა 30-იან წლებში, მხოლოდ ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს აქვთ პოტენციალი გახდნენ გენიოსი, თუ ადამიანი ჯანმრთელია, მაშინ გენიოსი მასში არ იჩენს თავს. ბურდენკოს საავადმყოფოს ფსიქოდიაგნოსტიკის პროფესორმა ანატოლი კარტაშოვმა შემოგვთავაზა თეორია, რომლის მიხედვითაც დაზიანებული მე-11 ქრომოსომის მქონე ადამიანების სხეულს შეუძლია ინტენსიურად განავითაროს ინტელექტუალური შესაძლებლობები. ყველა ამ ჰიპოთეზის მიხედვით, თუ ადამიანი განიკურნება ყველა ფსიქიკური დაავადებისგან, მაშინ გენიოსების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. 492 4-ს მოსწონს
|