საქართველო წყნეთის სამთავრობო აგარაკები ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ არ დაუტოვებიათ 2012, 4 ოქტომბერი, 20:23 წყნეთის, სამთავრობო აგარაკები ჯერ არ დაუტოვებიათ ხელისუფლების წევრებს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავრობის წევრებს უკვე დაწყებული აქვთ პირადი ქონების გატანა. ამ აგარაკზე ჟურნალისტებს სპეციალური საშვით უშვებენ, სურათის გადაღება არ შეიძლება გალავნიდანაც. ამ აგარაკთან მობილიზებულია პატრულის მანქანები. პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.ამ აგარაკების დატოვება მოუწევს ბევრ ხელისუფლების წევრს, მაგრამ მე რამოდენიმეს ჩამოგითვლით:ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, ნიკა გილაური, დათო ტყეშელაშვილი, დიმიტრი შაშკინი, ეკა ტყეშელაშვილი და კიდევ რამოდენიმე პირი.მათ *ქართული ოცნების* ხალხი ჩაანაცვლებს. 113 6-ს მოსწონს
|