საზოგადოებრივი ჰიტლერის უკანასკნელი დავალება და სამარეში წაღებული საიდუმლო 2023, 24 ივნისი, 8:18 იმაში, რომ ზოგიერთები საიდუმლოს არასოდეს ამხელენ და ის სამარეში მიაქვთ, ახალი არაფერია. მაგრამ, არის ისეთი საიდუმლო, რომელიც გარკვეულ ისტორიულ მოვლენას, ან მის მიერ გამოწვეულ შედეგს უკავშირდება და დიდი ინტერესის გამო ის, დროთა განმავლობაში, ერთგვარ გამოცანად იქცევა ხოლმე... და აქ, სწორედ, ამ კატეგორიის ერთ საიდუმლოს წარმოგიდგენთ: ოტო გუნშე 1943 წ. 12 იანვრიდან ადოლფ ჰიტლერის პირადი ადიუტანტი (შტაბის ოფიცერი) იყო. 1945 წ. 30 აპრილს მან, პირადად ფიურერისგან მიიღო, სიკვდილის შემდეგ, მისი და ევა ბრაუნის გვამები დაწვის დავალება. სწორედ ოტო გუნშემ იცოდა სრული სიმართლე, ფიურერის სიცოცხლის უკანასკნელი წლის და გარდაცვალების შესახებ. თუმცა, მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა, მან მემუარების დაწერაზე უარი თქვა. გუნშემ ჰიტლერის უკანასკნელი დავალება შეასრულა და მას შემდეგ, რაც ფიურერმა და ევა ბრაუნმა საწამლავი მიიღეს, მათი გვამები გაანადგურა... ბერლინში შესვლის შემდეგ, საბჭოთა ჯარისკაცებმა გუნშე ტყვედ აიყვანეს და მან ტყვეთა ბანაკში, რამდენიმე წელი გაატარა. 1956 წელს, გათავისუფლების შემდეგ, SS-ის ყოფილი ოფიცერი ოტო გუნშე მშვიდი, უხმაურო ცხოვრებით ცხოვრობდა და ყველანაირად ცდილობდა, საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილიყო. ის 86 წლის ასაკში გარდაიცვალა და ჰიტლერის გარდაცვალების საიდუმლოც თან წაიღო... ხოლო, საზოგადოებაში გაჩნდა ვერსია, რომ დამწვარი გვამები, ჰიტლერს და მის მეუღლეს არ ეკუთვნოდა და რომ ნაცისტების ბელადი ლათინურ ამერიკაში გაიქცა. არხის სხვა სიახლეები:* ძველეგვიპტური მუმიის რენტგენულმა კვლევამ აჩვენა, რომ... უძველესი მედიცინის საიდუმლოებები* სამეფო კობრა – 11 საინტერესო ფაქტი ყველაზე შხამიანი გველის შესახებ* რომელს უფრო მეტად უყვარს პატრონი – ძაღლს, თუ კატას?.. და რატომ?* თუ მოულოდნელად სტუმარი გეწვიათ... "მაშველი" – ტორტი 1 საათში (უმარტივესი რეცეპტი)601 2-ს მოსწონს
|