მრეწველობა როგორ იხსნა ილია ჭავჭავაძემ მიტროფანე ლაღიძე ციმბირში გადასახლებისგან და სხვები 2023, 22 ივნისი, 19:13
22 ივნისი მირტოფანე ლაღიძის დაბადების დღეა, ლეგენდარული "ლაღიძის წყლების"-უალკოჰოლო სასმელების წარმოების დამფუძნებელის არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად საბჭოთა კავშირში.ალაღიძემ ერთგვარი რევოლუცია მოახდინა, რადგან გამაგრილებელ სასმელში გამოიყენა არა ტრადიციულად ლიმონის ნედლეული, რითაც ცნობილია „ლიმონათი“, არამედ სრულად სხვა რამ. ლაღიძე რა თქმა უნდა უფრო შორს წავიდა, საბჭოთა პერიოდში შექმნა უამრავი გამაგრილებელი სასმელი, რომელიც ლაღიძის რეცეპტურით იყო შექმნილი, მსხალი, ტარხუნა, ფორთოხალი, ჟოლო.ასევე იყო შინდის, ვაშლის, მოცხარის, კოწახურის, ალუბალის და რა თქმა უნდა საკმაოდ თამამი და ორიგინალური ნაღები ან კრემ-სოდა, რომელიც დაფუძნებული იყო გამოცალკევებულ ცილებზე (კრემზე) და გაზიან წყალზე (სოდა)რა დროსაც დამატებული ვანილი და კუმარინი, რომლის გემოც სათანადო პროპორციით იყო გაზავებული. მირტოფანე ლაღიძე ასევე იყო ცნობილი ქველმოქმედი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. გთავაზობთ 3 საინტერესო ისტორიას მიტროფანე ლაღიძეზე: 1)1906 წელს მიწურულს, აკაკი წერეთლის რჩევითა და ილია ჭავჭავაძის დახმარებით, თბილისში უალკოჰოლო სასმელების ქარხანა დააარსა, ამავე წელს გოლოვინის (ახლანდელი შოთა რუსთაველის) პროსპექტზე უალკოჰოლო სასმელების მაღაზია გახსნა, რომლის აბრაზეც რუსული წარწერა ქართული წარწერის ქვეშ იყო. ამ ფაქტის გამო, მიტროფანე ლაღიძეს პატიმრობა და მეტიც გაციმბირება ელოდა. მიტროფანე ლაღიძე დააპატიმრა გუბერნატორმა ალიხანოვ-ავარსკიმ და მისი ადმინისტრაციული წესით ციმბირში გადასახლება დაუპირა, მიტროფანეს მეუღლემ, ოლიმპიადამ თბილისს მიაშურა, პირადად ნახა ილია ჭაჭავაძე და სთხოვა მისი ქმარი როგორმე გადასახლებიდან დაეხსნა, ხოლო თუ ამას ვერ მოახეხებდა ციმბირში გაგზავნა მაინც აეცილებინა. ილია ჭავჭავაძემ, რომელიც დიდ პატივს სცემდა მიტროფანე ლაღიძეს, როგორც იქნა, მოახერხა მისი განთავისუფლება.ამისთვის ინტელიგენციის ხელმოწერებიც კი დასჭირდა. 2)1926 წელს მიტროფანემ მაღაზია საკუთარი ნებით სახელმწიფოს გადასცა, დადებითი ჟესტის საპასუხოდ 1927 წელს კი მაშინდელი კლარა ცეტკინის ქუჩაზე (დღევანდელი წინამძღვრიშვილის ქუჩა) მდებარე უალკოჰოლო სასმელების ქარხანა გადასცეს სამართავად. იმ დროის პირობებზე ქარხანა კარგად იყო აღჭურვილი, მოწინავე ტექნოლოგიები გამოიყენებოდა. სწორედ იქ აითვისეს პირველად 1934 წელს ნახშირორჟანგის გაზის წარმოება და მისი ინიციატივით იქვე აშენდა ნახშირმჟავა გაზის ქარხანაც. 1930 წელს სოხუმში აშენდა ხილეული წყლების ქარხანა. გარდა პირდაპირი მოხმარებისა მიტროფანე ლაღიძე იყენებდა კვების სხვადასხვა პროდუქტების საკონდიტრო ნაწარმის, ღვინის, ძმრის, ლიქიორების, კისელის, ნაყინის და სხვათა დასამზადებლად. მიტროფანე ლაღიძის წყლები ისე მოსწონდათ, რომ საზღვარგარეთაც გაჰქონდათ. თბილისში მყოფი ირანელი ვაჭრები მათ, როგორც განსაკუთრებულ საჩუქარს, ირანის დიდებულებსა და წარჩინებულ პირებს ფეშქაშად უგზავნიდნენ. 3)1952 წელს ჰარი ტრუმენმა სტალინს საჩუქრად ათასი ბოთლი „კოკა-კოლა“ გაუგზავნა. სტალინმა მიტროფანე ლაღიძე კრემლში დაიბარა და საპასუხოდ საექსპორტო ლიმონათის დამზადება თხოვა, რომელიც ტრუმენს გაუგზავნა. ცოტა ხანში თეთრი სახლიდან წერილი მოვიდა, ამერიკელები ლაღიძის ლიმონათის ექსპორტს ითხოვდნენ. სტალინის ბრძანებით, ლაღიძე ქვეყნის კვების მრეწველობის სამინისტროს მთავარ კონსულტანტად დაინიშნა. 230 4-ს მოსწონს
|