x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ძველეგვიპტური მუმიის რენტგენულმა კვლევამ აჩვენა, რომ... უძველესი მედიცინის საიდუმლოებები

ეს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი პირველი შემთხვევა არ არის, იმის დასამტკიცებლად, რომ ბევრი ძველი ცივილიზაცია ტექნოლოგიებს ფლობდა, რომლებიც ჩვენთვის, თანამედროვე ადამიანებისთვის, ხელმისაწვდომი არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახდა. გასულ საუკუნეში, ეგვიპტეში ნაპოვნმა მუმიამ, უძველეს დროში, არსებული მედიცინის უმაღლესი დონის «დემონსტრირება» მოახდინა.


image


აქ საუბარი ძველეგვიპტურ მუმიაზეა, რომელიც იუზერმონტუს («მონტუს სიმძლავრე») სახელით არის ცნობილი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ სახელით ის ჩვენთვის არის ცნობილი. თუმცა, სახელი სულ სხვა ადამიანს ეკუთვნოდა. მაგრამ, ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ:
1971 წ. ეგვიპტეში ამერიკელმა არქეოლოგებმა დალუქული სარკოფაგი აღმოაჩინეს და დეტალური კვლევის ჩასატარებლად, კალიფორნიაში გადაიტანეს. გახსნის შემდეგ, შიგნით საკმაოდ კარგად შენახული მუმია ნახეს და დაადგინეს, რომ მისი ასაკი 2600 წელს აღემატებოდა და რომ, ის საკუთარ სარკოფაგში არ იწვა. თავდაპირველად, მასში სხვა მუმია – იუზერმონტუ უნდა ყოფილიყო ჩასვენებული, ხოლო წლების შემდეგ, იგივე სარკოფაგი, რატომღაც, სხვა მუმიისთვის გამოიყენეს. სწორედ ის არის ჩვენთვის ცნობილი, სარკოფაგის ძველი «პატრონის» სახელით, რომელიც სიცოცხლეში, შეძლებული ადამიანი უნდა ყოფილიყო.

მუმია შესწავლის შემდეგ, კალიფორნიის ისტორიის მუზეუმს გადასცეს, სადაც სარკოფაგი, ორ ათეულ წელზე მეტ ხანს ინახებოდა, ვიდრე მისთვის დამატებითი კვლევების ჩატარება არ გადაწყდა. მიღებულმა შედეგმა კი, ყველა, ვისაც მასთან რამე აკავშირებდა, საგონებელში ჩააგდო:


image


1995 წელს მუმიას რენტგენული კვლევა ჩაუტარეს და მის მარცხენა ფეხში მეტალის შტიფტი (მილისებური შემაერთებელი მოწყობილობა) აღმოაჩინეს. ეს 23 სმ-ს სიგრძის, მუხლში ჩაყენებული საგანი იყო. უფრო დეტალური კვლევისთვის, ფეხი გაბურღეს და ძვლის და უცხო საგნის ნიმუშები აიღეს. ციტოლოგიური ანალიზისას, ორგანული რეზინის ნაწილაკები აღმოაჩინეს, რომელიც ძვლების შესაწებებლად გამოიყენება... და როგორც უკვე აღნიშნული იყო, ოპერაცია, დაახლოებით, 2600 წლის წინ არის ჩატარებული.
გამოდის რომ, ძველეგვიპტელ ქირურგებს, თითქმის 3 ათასი წლის წინ, ურთულესი ქირურგიული ოპერაციების გაკეთება შეეძლოთ. მკვლევარების თქმით, მუმიის ხელოვნური იმპლანტანტი ბიომექანიკის იმ პრინციპების დაცვით იყო შექმნილი, რომლითაც დღეს, თანამედროვე ორთოპედები ხელმძღვანელობენ.


image


შემდეგი საკითხი, რომელიც მეცნიერებს აინტერესებდათ, ის იყო, თუ როდის ჩატარდა ოპერაცია, ადამიანის სიცოცხლეში, თუ გარდაცვალების შემდეგ. როგორც აღმოჩნდა – სიკვდილის შემდეგ. მაგრამ, მანამ, ვიდრე მუმიფიცირებას მოახდენდნენ.

და აქ ისმის კითხვა: რისთვის იყო ეს საჭირო?
ისტორიული ფაქტია, რომ ძველად, ადამიანები, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობაში, აბსოლუტურად დარწმუნებულები იყვნენ. და რადგან ეს ასე იყო – სულს საიქიოში, სრულიად ჯანმრთელი სხეული ესაჭიროებოდა. ამიტომ, მოტეხილი ფეხის აღდგენა იყო საჭირო, რაც ექიმებმა უნაკლოდ გააკეთეს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ჩვენამდე, არსებობდა ცივილიზაცია, რომელიც განვითარების უმაღლეს დონეზე იმყოფებოდა. თუმცა, ჩვენ ამის დაჯერება არ გვინდა.


image



image

არხის სხვა სიახლეები:


* სამეფო კობრა – 11 საინტერესო ფაქტი ყველაზე შხამიანი გველის შესახებ

* კლეოპატრას სიცოცხლის უკანასკნელი წელი და გარდაცვალების მიზეზი (ეს გველის შხამი არ არის

* "ბარაქის ხის" მაგიური და სამკურნალო თვისებები



1
503
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
503
  
2023, 23 ივნისი, 23:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1