რელიგია ბულგარეთის პატრიარქს არ ჰქონდა რაიმე დანაზოგი, პირადი საბანკო ანგარიშები, პირადი ფასეული ნივთები და უძრავი ქონება 2023, 21 ივნისი, 12:20
ბულგარეთის პატრიარქმა მაქსიმმა საკმაოდ ხანგრძლივად, 98 წელი იცოცხლა(1914-2012), თუმცა იცხოვრა სრულიად მოკრძალებულად, როგორც ეს ჭეშმარიტ ქრისტიანს შეეფერება.
გარდაცვლილ პატრიარქს არ ჰქონდა პირადი საბანკო ანგარიში, არც დანაზოგი, არც ძვირფასეულობა და არც უძრავი ქონება. მხოლოდ წიგნები, "ლუჩის" საბჭოთა მაჯის საათი და ძველი საბეჭდი მანქანა "კონტინენტალი", რომელიც მან 1968 წელს მეგობარი ადვოკატისგან იყიდა. ბულგარეთის პატრიარქმა მაქსიმემ თავისი მოკრძალებული ქონება ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდს უანდერძა. "მერსედესი", რომელსაც პატრიარქი მაქსიმე მართავდა, 21 წლის წინ იყო გამოშვებული. სოფიის მიტროპოლიის მსახურების თქმით, მთელი თავისი საპატრიარქო მსახურების დროს მაქსიმე ცხოვრობდა სოფიის მიტროპოლიის შენობის პატარა ოთახში, რომლის ავეჯეულობა მოიცავდა ხის ტახტს დასაძინებლად(ე.წ. კუშეტკა), მუხის ბიუროს, წიგნების კარადას და 3 სკამს ვიზიტორებისთვის. მას არ უყვარდა ფლანგვა, ამიტომ მის მაგიდას ჩვეულებრივ მოკრძალებული კერძები ამშვენებდა, ყველაზე დიდი დელიკატესი შემწვარი სკუმბრია იყო. ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ პატრიარქის ხელფასი 680 ლევს შეადგენდა(დაახლოებით 350 აშშ დოლარი) საიდანაც 100 თავისთვის ინახავდა, დანარჩენს კი სუსტი მხედველობის მქონე ობოლ ბავშვთა სახლ "ნადეჟდას" ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოველთვიურად ურიცხავდა. 269 1-ს მოსწონს
|