x
მეტი
  • 02.10.2024
  • სტატია:137402
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511345
"ტიტანიკის შურისძიება" - ეძებენ ბატისკაფს ტურისტებით, რომელიც "ტიტანიკის" სანახავად ჩავიდა ოკეანეში ცნობილ მილიარდელთან ერთად
image
დიდი არაა რაც კოსმოსში გაფრენამ და ოკეანის სიღრმეებში ჩასვლამ ბატისკაფით კომერციული სახე მიიღო.


ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო სამსახური და სპეციალური სამაშველო სამსახური ეძებს ბატისკაფს ტურისტებით, რომელიც უკვე ლეგენდად ქცეული "ტიტანიკის" მოსანახულებლად ჩავიდა ოკეანის სიღრმეში.


ბატისკაფის მგზავრებს შორის ცნობილი ბრიტანელი მილიარდელი ხემიშ ჰარდინგიცაა, რომელიც 2022 წელს კოსმოსშიც გაფრინდა.



არც კოსმოსია დღემდე უსაფრთხო და არც ოკეანის სიღრმეებია უსაფრთხო თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებშიც კი.



ოკეანის ფსკერზე მდებარე "ტიტანიკის" დასათვალიერებლად ბატისკაფმა რომელიც სპეციალურად ღრმა სიღრმეებზეა გათვლილი, მისმა თითოეულმა მგზავრმა "ტიტანიკის" ნარჩენების დასათვალიერებლად სოლიდური თანხა 250 000 დოლარი გადაიხადა.

მოგეხსენებათ, რომ "ტიტანიკი" ჩაიძირა 3 კილომეტრის სირღრმეზე ატლანტის ოკეანეში, კანადის კუნძულ ნიუფაუნდლენდიდან დაახლოებით 500 კილომეტრში.


საინტერესოა, რომ ბარისკაფს არ გააჩნია საკუთარი სანავიგაციო სისტემა და ის ილონ მასკის "Starlink"-ის გლობალურ სისტემას იყენებს ნავიგაციისათვის. ჩაყვინთვიდან 2 საათის შემდეგ ბატისკაფთან კავშირი შეწყდა, ოკეანის სიღრმის გამო სამაშველო ოპერაციის ჩატარება ოკეანის სიღრმეში შეუძლებელია.


ბატისკაფს ავარიული საჭიროებისათვის ჟანგბადის 96 საათიანი მარაგი გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ ბატისკაფში მყოფ ტურისტებს კიდევ აქვთ დღენახევრის საკმარისი ჟანგბადის მარაგი.

აშშ-ს სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით ტურისტებიდან ერთერთის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, რომ ბატისკაფის წევრები კარგად არიან.



სავარადოდ ბატისკაფი დაშვებულზე ახლოს მივიდა ჩაძირულ ხომალდთან და გემის ნარჩენებს შორის გარკვეული დროით გაიხლართა, რამაც კავშირის დაკარგვა გამოიწვია, ახლა კი ბატისკაფმა თავი დააღწია პრობლემას.


დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ბატისკაფის სავარაუდო ყოფნის ადგილზე იმყოფება სანაპირო დაცვის და სამაშველო სამსახურის კატარღბი.

imageimageimage
ასე გამოიყურება დღეს "ტიტანიკის" ნარჩენები.
image
ბრიტანელი ექსტრემის მოყვარული მილიარდელი ხემიშ ჰარდინგი.
image



0
172
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
172