x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რესტორნის მფლობელმა მიიყვანა ცრუ მღვდელი, რათა "აღსარებაში" თანამშომლებს ეღიარებინათ "ცოდვები" დამსაქმებელის მისამართით
image

კალიფორნიაში, რამდენიმე რესტორანს სტუმრობდა მამაკაცი, რომელმაც მღვდლად გაასაღა თავი, სინამდვილეში კი მფლობელის დაქირავებული პირი იყო, რათა "აღსარება " ჩაებარებინათ თანამშროლებს და ეღიარებინათ თავიანთი „ცოდვები“ დამსაქმებლის წინაშე, ამის შესახებ წერს CNA(Catholic News Agency)



როგორც გაირკვა, მამაკაცს არანაირი კავშირი არ აქვს საკრამენტოს კათოლიკურ ეპარქიასთან, ამის შესახებ განაცხადა ეპარქიის წარმომადგენელმა.


„ჩვენივე საკუთარი გამოძიების შემდეგ, ვერ აღმოვაჩინეთ რაიმე კავშირი საკრამენტოს ეპარქიასა და სავარაუდო მღვდელს შორის, ჩვენ არ ვიცით ვინ იყო ეს ადამიანი, მაგრამ დაბეჯითებით შეგვიძლია გითხრათ, რომ იგი არაა საკრამენტოს ეპარქიის წამომადგენელი განუცხადა ბრაიან ჯ.-მ გამოცემა CNA -ს.



აშშ-ს შრომის დეპარტამენტმა 12 ივნისს განაცხადა, რომ სავარაუდოდ ფეიკი მღვდლის გამოყენება იყო "ერთ-ერთი ყველაზე უსირცხვილო" კორუფციული აქტი, რომელიც ოდესმე დამსაქმებლებს გამოუყენებიათ თანამშრომლების წინააღმდეგ.


საქმე ეხება კომპანია Che Garibaldi Inc.-ს, რომელიც მართავს Taqueria Garibaldi-ს ორ რესტორანს საკრამენტოში და ერთს როზვილში.





ფედერალურ სასამართლოში შრომის დეპარტამენტის სასამართლო პროცესის დროს, თანამშრომელმა დაადასტურა, რომ 2021 წლის ნოემბერში, რესტორნის ოპერატორმა ედუარდო ერნანდესმა შესთავაზა მღვდლად იდენტიფიცირებულ პირს "აღსარებები" მოესმინა სამუშაო საათებში.



”მე ეს საუბარი უცნაურად მომეჩვენა და არ ჰგავდა ჩვეულებრივ აღსარებას, ” - განაცხადა წერილობით ჩვენებაში Taqueria Garibaldi-ის ოფიციანტმა მარია პარამ, რომელიც შრომის დეპატამენტის სარჩელს თან ერთვის.


”მან მკითხა, გავუჩერებივარ თუ არა ოდესმე სიჩქარის გადაჭარბების გამო, ვსვამდი თუ არა ალკოჰოლს ან თუ მომიპარავს რამ...მღვდელს ძირითადად სამუშაოსთან დაკავშირებული კითხვები ჰქონდა, რაც უცნაურად მომეჩვენა“.-განაცხადა მარია პარამ.



თანამშრომლის თქმით, სავარაუდო მღვდელი თანამშრომლებს „ცოდვებისგან გათავისფლებისკენ “ მოუწოდებდა. იგიე ეკითხებოდა მათ, მოპარეს რამე თუ არა დამსაქმებელს, დააგვიანეს თუ არა სამსახურში ან გააკეთეს თუ არა ისეთი რამ, რასაც შეიძლება ზიანი მიეყენებინა მათ დამსაქმებლისათვის.


სავარაუდო მღვდელმა ასევე ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა მათ ცუდი განზრახვა დამსაქმებლის მიმართ.


სასამართლოზე დამსაქმებელი საპროცესო გარიგების შემდეგ დათანხმდა Che Garibaldi LLC და მისი ოპერატორები, ედუარდო ერნანდესი, ჰექტორ მანუელ მარტინეს გალინდო და ალეხანდრო როდრიგესი, გადაიხადონ 70, 000 აშშ დოლარი 35 თანამშრომელის სასარგებლოდ . გარდა ამისა, რესტორანმა და მისმა მფლობელებმა შრომის დეპარტამენტს სამოქალაქო ჯარიმების სახით 5 დოლარი უნდა გადაუხადონ.

1
247
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
247
  
2023, 26 ივნისი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1