სისხლის სამართალი ცნობილი ჯგუფის Rammstein-ის სოლისტი და მისი რუსი ქასთინგ-დირექტორი მაგარ შარში გაეხვივნენ 2023, 19 ივნისი, 17:23 ცნობილი ჯგუფის სოლისტი, 60 წლის ტილია ლინდემანი და მისი ქასთინგ დირექტორი, 35 წლის ალიონა მაკეევა სერიოზული პრობლემის წინ დგანან გერმანული კანონის წინაშე, ორივეს ბრალად ედება სექსუალური სახის ექსპლუატაცია და ნარკოტიკების გასაღება. მუსიკოსი და მისი ქასტინგ-დირექტორი ბრალდებას უარყოფენ, მაგრამ მომჩივანი ბევრი ჰყავთ და შსაბამისად, ორივე სერიოზული პრობლემის წინ დგას. გერმანიის პროკურატურის მტკიცებით მაკეევა სოციალური ქსელების მეშვეობით ჯგუფისთვის, კონცერტის შემდეგ გამართული წვეულებებისათვის იწვევდა გოგონებს, ძირითადად რუსე გოგონებს, რომლებსაც არ უხსნიდა თუ რისთვის იწვევდნენ და რაში გადაუხდიდნენ ფულს. როგორც გამოძიებით დადგინდა ალიონას მოწვეული გოგონები ჯგუფის სხვა წევრებთან არ მიჰყავდა, სექსუალური სახის "ორფგიები" მხოლოდ ლინდემანისთვის იმართებოდა მაკეევას ხელმძღვანელობით. 35-წლის ალიონა მაკეევა წარმოშობით რუსეთის ქალაქ სამარიდანაა. ის გერმანული ჯგუფის მუსიკოსებს 2013 წელს შხვდა, როცა ტარდებოდა ფესტივალი "როკი ვოლგაზე". 2019 წელს ალიონა გადაიღეს ცნობილი როკ-ჯგუფის კლიპში "Radio". სწორედ მაკეევა ეძებდა ლინდემანის პორნოგრაფიული ხასიათის კლიპისათვის "Till the End" გოგონებს რუსეთში, აღნიშნული კლიპი თავისი შინაარსის გამო გერმანიაში აკრძალულია. ახლა კი ცნობილ გერმანელ მუსიკოსს და მის ქასთინგ-დირექტორს" პროკურატურა საკმაოდ სერიოზული ხასიათის ბრალდებებს უყენებს. 234 6-ს მოსწონს
|