იმერეთი ჭიათურაში მაღაროელმა ჯერ პირი ამოიკერა, მერე თვალები... 2023, 18 ივნისი, 23:16
ჭიათურაში ერთ-ერთმა გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. "ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, რომ მოშიმშილეები ამის წინააღმდეგი იყვნენ. მე მინდა ამით ყველას დავანახო ის, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ძლიერები ვართ. მე არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამ ჩვენი საქმე არ მოგვარდება. როცა მოგვარდება, მერე დავინახავ, ერთად დავინახავთ ყველა. გთხოვთ, არა ძალადობას". – თქვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მაღაროელმა. "პრობლემები თუ არ მოგვარდება, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, უკანდასახევი გზა, ფაქტობრივად, არ გვაქვს. მიმაჩნია, რომ ჩვენი სამსახური ყველაზე რთულია. მიწის ქვეშ შევდივართ კილომეტრობით, სიცოცხლეს ვდებთ სასწორზე". – თქვა ერთ-ერთმა თანამშრომელმა. 29 1-ს მოსწონს
|