x
ჭიათურაში მაღაროელმა ჯერ პირი ამოიკერა, მერე თვალები...

imageუკვე მე-13 დღეა ჭიათურაში შიმშილობენ მაღაროელები, მათი მოთხოვნა იყო სახელმწიფოსგან მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილება და ნორმალური სამუშაო გარემოს შექმნა, თუმცა პასუხად მიიღეს არაფერი და ყველაფერი და მათ შორის მუშების სიცოცხლე სასწორზე შეაგდეს ამ უპასუხისმგებლობით. რასაც ქვეყანა და მთავრობა უკეთებს მათ არის ბოროტება და დანაშაული, კონკრეტულად მაღაროელების მიმართ.


ჭიათურაში ერთ-ერთმა გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა.

"ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, რომ მოშიმშილეები ამის წინააღმდეგი იყვნენ. მე მინდა ამით ყველას დავანახო ის, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ძლიერები ვართ. მე არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამ ჩვენი საქმე არ მოგვარდება. როცა მოგვარდება, მერე დავინახავ, ერთად დავინახავთ ყველა. გთხოვთ, არა ძალადობას". – თქვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მაღაროელმა.

"პრობლემები თუ არ მოგვარდება, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, უკანდასახევი გზა, ფაქტობრივად, არ გვაქვს. მიმაჩნია, რომ ჩვენი სამსახური ყველაზე რთულია. მიწის ქვეშ შევდივართ კილომეტრობით, სიცოცხლეს ვდებთ სასწორზე". – თქვა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.



0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:ბენზე2023
ბენზე2023
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0