საზოგადოებრივი ძველ რომში, ბავშვი 6 თვემდე, უსულო საგნად ითვლებოდა და მისი მკვლელობა არ ისჯებოდა 2023, 21 ივნისი, 18:32 ბავშვის მკვლელობა, ჩვენს საზოგადოებაში, ყველაზე საშინელი და უპატიებელი დანაშაულია. მაგრამ, რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ძველ რომში, ბავშვის მკვლელობა, ჩვეულებრივი და ძალიან გავრცელებული მოვლენა იყო. ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოგონებამდე, საზოგადოება, რომელშიც ყველაზე მეტად ათლეტური მონაცემები, ძალა და ვაჟკაცობა ფასობდა, სუსტ და მცირე წონით დაბადებულ ბავშვებს არა სწყალობდა. ძველ რომში ოჯახის უფროსი განუზომელი ძალაუფლებით სარგებლობდა. მას შეეძლო, ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის, სიცოცხლის ჩუქება ან წართმევა, მათ შორის, ახალშობილი ჩვილისთვისაც. პატარის დაბადების შემდეგ, ის პირველ რიგში, მამასთან მიჰყავდათ და მის ფეხთან, მიწაზე აწვენდნენ. თუ მამა ბავშვს ხელში აიყვანდა და ზემოთ სწევდა, – ეს იმის ნიშანი იყო, რომ მას საკუთარ შვილად აღიარებდა. მაშინ ბავშვს ბანდნენ, აკვანში აწვენდნენ და მასზე ისე ზრუნავდნენ, როგორც ოჯახის ახალ წევრზე. მაგრამ, ისიც ხდებოდა, რომ მამა შვილზე უარს ამბობდა. ამის მიზეზი, შეიძლება, ბავშვის ფიზიკური სისუსტე, ან რაიმე სახის ფიზიკური პათოლოგია ყოფილიყო. გარდა ამისა, ბავშვის უარყოფის მიზეზი, ისედაც მრავალრიცხოვანი ოჯახი ყოფილიყო. ამ შემთხვევაში, ბავშვი ბაზარში მიჰყავდათ და სპეციალურად, ასეთი შემთხვევებისთვის გამოყოფილ ადგილზე ტოვებდნენ. იქიდან მისი წაყვანა, ნებისმიერ გამვლელს შეეძლო. თუმცა, იმისთვის არა, რომ შვილივით გაეზარდა – ასეთი ბავშვები, ჩვეულებრივ, უფასო მონები ხდებოდნენ. ძველ რომში, ასეთი დამოკიდებულება ახალშობილებისადმი, გარკვეული კანონებით იყო განპირობებული. რომის იმპერიის პირველ კანონი, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებს არეგულირებდა, მამას ჯანმრთელი ახალშობილი ქალიშვილის ან ნებისმიერი სქესის ბავშვის, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას შეამჩნევდა, მოკვლის უფლებას აძლევდა. ამ კანონის მიხედვით, ბიჭებს უფრო მეტი ფასი ჰქონდათ, ვიდრე გოგოებს, მაგრამ არქეოლოგიური გათხრების და გენეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოკლული ბავშვების სქესობრივი შემადგენლობა, თითქმის, თანაბარი იყო. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო და მათი დაბადების და გარდაცვალების დრო ერთმანეთს ემთხვეოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი ირღვეოდა და ოჯახს თავიდან, ნებისმიერი ბავშვის მოცილება შეეძლო. როგორც მეცნიერები ფიქრობენ, ბავშვის მკვლელობა, მიღებული პრაქტიკა და ეფექტური საშუალება იყო, ოჯახის წევრების რაოდენობის დასარეგულირებლად. მასში მხოლოდ იმდენ შვილს ტოვებდნენ, რამდენსაც ოჯახის რესურსი გასწვდებოდა. შესაძლებელია, ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვების მკვლელობა, წყალობადაც ყოფილიყო მიჩნეული. წერილობითი წყაროების მიხედვით, ძველ რომში, ახალშობილს უსულო საგნად მიიჩნევდნენ. თვლიდნენ, რომ ის მხოლოდ მას შემდეგ ხდებოდა ადამიანი, რაც 6 თვის ასაკს მიაღწევდა. ხოლო მანამდე, მაგ., ავგუსტინე ავრელიუსი სიტყვებით, ბავშვი საგანი იყო და მისი მკვლელობისთვის ვერავის დასჯიდნენ, რადგან მას სული არა ჰქონდა. არხის სხვა სიახლეები:* ამას ყოველ დღე ვერ ნახავთ (25 ფოტო)* შეჭამეს თუ არა, აბორიგენებმა კუკი? – რეალური ფაქტები დიდი მოგზაურის შესახებ* არტეფაქტების კვალდაკვალ – ადამიანი დედამიწაზე დინოზავრების გამოჩენამდე ცხოვრობდნენ158 2-ს მოსწონს
|