x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ცხოვრების 15 ოქროს წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ჩვენი მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას ვიღებთ დღეს – იმ არჩევანზე, რომელსაც ჩვენ, ყოველდღიურად ვაკეთებთ. არასწორად გაკეთებული არჩევანის გამო, შეიძლება, დრო ფუჭად დავხარჯოთ და მუდამ ერთი და იგივე შეცდომა დავუშვათ. მაგრამ, შეგვიძლია საკუთარი თავის ხელში აყვანა და კონცენტრაციის იმაზე გაკეთება, რაც ჩვენი ცხოვრებისთვის მართლაც რომ მნიშვნელოვანია...


image


ეს წესები, იმ მარტივი ჭეშმარიტების გაცნობიერებაში დაგვეხმარება, რომელიც თითქოს ყველამ იცის, მაგრამ პრაქტიკაში ცოტა თუ იყენებს...


image


ნუ შეეხებით ადამიანისთვის მტკივნეულ თემას, თუნდაც სერიოზული ჩხუბის დროს. შესაძლოა, მოგვიანებით შერიგდეთ, თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვები კი, დიდი ხნის მანძილზე, ან სამუდამოდ ემახსოვრება.


არ აპატიოთ მოღალატეებს. ისინი არასდროს იცვლებიან.


ყოველთვის სიმართლე თქვით, მაშინ არაფრის დაზეპირება დაგჭირდებათ.


ნუ დასცინებთ სხვის ოცნებებს — იფიქრეთ საკუთარზე.


თუ თავში იდეა მოგივათ — აუცილებლად ჩაიწერეთ.


თუ დანიშნულების ადგილზე დროზე ვერ მიხვალთ? აუცილებლად გააფრთხილეთ — ამის გაკეთება რთული არ არის.


ნუ გაავრცელებთ ჭორებს, ნუ მიიღებთ მონაწილეობას მათ განხილვაში — გახსოვდეთ, რომ იგივე ადამიანებს, ჭორები გავრცელება თქვენზეც შეუძლიათ.


უნდა შეგეძლოთ საკუთარი შეცდომების აღიარება — შეცდომას მხოლოდ ის არ უშვებს, ვინც არაფერს აკეთებს.


ნუ დაიჩივლებთ. პრობლემები იმიტომ არ გვეძლევა, რომ ვიწუწუნოთ, არამედ იმიტომ, რომ გამოსავალი ვიპოვოთ.


ყველაფრის მიუხედავად, წინ იარეთ. მიღწეულზე ნუ შეჩერდებით და გულხელდაკრეფილი ნუ იჯდებით.


დღის დასაწყისში გააკეთეთ ყველაზე რთული საქმეები და დღის მეორე ნახევარში, არასასურველი აზრები აღარ შეგაწუხებთ.


ტელევიზორი — ყოველთვის დროის დაკარგვაა... ნუ უყურებთ მას.


ეცადეთ, ფული არ ისესხოთ. ვალი ხაფანგს ჰგავს — მასში მოხვედრა ადვილია, თავის დაღწევა კი, ძნელი.


თავაზიანობა ყოველთვის მისასალმებელია. ის ჩვენ არაფერი გვიჯდება, სხვებისთვის კი — ძალიან დაფასებულია.


ნუ იცხოვრებთ წარსულის წარმატებით, ან წარუმატებლობით წარსული, თქვენს მომავალს არ განსაზღვრავს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჩვენს "მახლობელ გალაქტიკებში მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს"

* ისინი და მეძავები ერთ საფეხურზე იყვნენ – 10 საინტერესო ფაქტი შუა საუკუნეების ჯალათების შესახებ

* რა იყო და როგორ "შეიცვალა" – ინტერნეტში გავრცელებული ფოტოები, რომელიც ბევრს ნამდვილი ეგონა



0
342
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0